საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი "კრასნი იარის" ღირსებას დაიცავს
AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გარემარბი გიორგი ფრუიძე ამიერიდან რუსეთის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორის, კრასნოიარსკის "კრასნი იარის" ღირსებას დაიცავს.
23 წლის მორაგბემ ამ გუნდის შემადგენლობაში უკვე ითამაშა "ჩელენჯ კაპის" შესარჩევ ტურნირში და ლელოც გაიტანა. ფრუიძემ ეროვნულ გუნდში 13 კეპი მოიხვეჭა და ორი ლელო მიითვალა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით) ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.