ჯერჯერობით ისევ დაუმარცხებლად ასპარეზობს ქართველ მორაგბეთა გუნდი "მასი". ლიდერებში კი ადგილს "მაკონი" და "პერიგო" ინარჩუნებენ.
A ჯგუფში შესანიშნავად განაგრძობს ასპარეზობას შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და არჩილ კობაურის "მასი", რომელმაც მე-4 ტურში შინ მშრალი ანგარიშით დაამარცხა "ბობინი" - 38:0.
პარიზელები, ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ დიდ უპირატესობას ფლობდნენ და მთელი მატჩის განმავლობაში გამარჯვებულის ვინაობა საეჭვო წამითაც არ გამხდარა.
სუთიაშვილმა სრულად ითამაშა, აშვეთია 50-ე წუთზე შეცვალეს; იმავდროულად, დადუნაშვილის ნაცვლად
ქართველ მორაგბეთა სხვა გუნდებიდან შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს "სენ ჟან დანჟელის" და "სენ ნაზერს", რომლებმაც ცხრა-ცხრა ქულა დააგროვეს და მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფენ.
შოთა საყვარელიძის "სენ ჟან დანჟელი" სტუმრად დამარცხდა ირაკლი ნინიძის "დიჟონთან" - 14:16. მასპინძლებისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო მიმდინარე სეზონში. ბაჩუკი გუჯარაიძის "სენ ნაზერმა" კი შინ პირველი მარცხი აგემა "ვანს" - 15:6.
რეზო გიგაურისა და თემურ გელანტიას "მონლუსონმა", რომელიც 4 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა, სტუმრად წააგო "ლილთან" - 12:18.
A ჯგუფი
მასი-ბობინი 38:0, ლილი-მონლუსონი 18:12, კონიაკი-ნევერი 16:19, სენ ნაზერი-ვანი 15:6, დიჟონი-სენ ჟან დანჟელი 16:14.
სატურნირო მდგომარეობა
1. მასი - 20 ქულა, 2. ნევერი - 13, 3. ლილი - 13, 4. ვანი - 10, 5. კონიაკი - 10, 6. სენ ჟან დანჟელი - 9, 7. სენ ნაზერი - 9, 8. დიჟონი - 5, 9. მონლუსონი - 4, 10. ბობინი - 2.
V ტური
მონლუსონი-მასი, ნევერი-ლილი, ვანი-კონიაკი, ბობინი-დიჟონი, სენ ჟან დანჟელი-სენ ნაზერი
B ჯგუფში ლიდერთა შორისაა ავთანდილ კოპალიანის "მაკონი", რომელმაც შინ იოლად სძლია "ობენას" - 34:3. მაკონელებს ახლა 15 ქულა აქვთ და ერთი ქულით ჩამორჩებიან პირველ ადგილზე მყოფ "ექსს".
პირველი გამარჯვება მოიპოვა ზერო პეტრიაშვილისა და მერაბ კვირიკაშვილის "ვიენმა".
ჩვენებურთა გუნდმა შინ დაამაცხა "ლა სეინი" - 20:16. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ. გიორგი ჯაშიტაშვილის "შალონი" კი, რომელიც ხუთი ქულით ბოლოსწინა ადგილზეა, სტუმრად დამარცხდა "რომანთან" - 12:36. ჯაშიტაშვილი განაცხადში არ იყო.
B ჯგუფი
ექსი-ლა ვულე 25:20, მაკონი-ობენა 34:3, რომანი-შალონი 36:12, ვიენი-ლა სეინი 20:16, შამბერი-ანესი 28:8.
სატურნირო მდგომარეობა
1. ექსი - 16 ქულა, 2. მაკონი - 15, 3. შამბერი - 13, 4. ობენა - 12, 5. რომანი - 11, 6. ლა სეინი - 7, 7. ვიენი - 6, 8. ლა ვულე - 6, 9. შალონი - 5, 10. ანესი - 5.
V ტური
ლა სეინი-მაკონი, შალონი-ექსი, ობენა-რომანი, ლა ვულე-შამბერი, ანესი-ვიენი.
C ჯგუფში პლეი ოფისთვის ბრძოლას განაგრძობს თედო ზიბზიბაძის, ნიკოლოზ მაღალდაძის, გიორგი გაბელიასა და ირაკლი ნატრიაშვილის "პერიგო", რომელმაც მე-4 ტურში შინ ფრედ ითამაშა ერთ-ერთ აუტსაიდერ "ტულესთან" - 10:10.
აღსანიშნავია, რომ ამ გუნდს ჯერ ერთი მოგებაც არ აქვს და აქამდე მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდა.
C ჯგუფი
ლიმოჟი-ლანჟონი 28:34, მონტობანი-ლორმონი 29:6, პერიგო-ტულე 10:10, როდეზი-ენდაი 23:21, სენ ჟან დე ლუზი-ლავორი 23:13.
სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 18 ქულა, 2. ლანჟონი - 16, 3. პერიგო - 13, 4. სენ ჟან დე ლუზი - 13, 5. ლიმოჟი - 10, 6. ლავორი - 6, 7. როდეზი - 6, 8. ლორმონი - 6, 9. ტულე - 3, 10. ენდაი - 1.
V ტური
ლავორი-როდეზი, ტულე-სენ ჟან დე ლუზი, ლანჟონი-პერიგო, ენდაი-მონტობანი, ლორმონი-ლიმოჟი.
D ჯგუფში "ლანამეზანთან" მატჩში ლაშა მალაღურაძის ოთხმა საჯარიმომაც ვერ უშველა "ბაგნერეს", რომლის შემადგენლობაშიც, მის გარდა, სიმონ მაისურაძე, ლადო გუნიავა, გიორგი მჭედლიშვილი და ბექა ურჯუკაშვილი თამაშობენ.
ჩვენებურთა გუნდმა შეხვედრა მინიმალური სხვაობით, 17:18 დათმო. მალაღურაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, მაისურაძე 68-ე წუთზე შეცვალეს, გუნიავა, მჭედლიშვილი და ურჯუკაშვილი განაცხადში არ იყვნენ.
D ჯგუფი
ლურდი-ტიროსი 13:32, ლანამეზანი-ბაგნერე 18:17, კასტანე-ოლორონი 23:26, აგეტმო-ბლანიაკი 16:10, მოლეონი-ვალანსი 16:15.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 16 ქულა, 2. ოლორონი - 16, 3. ლანამეზანი - 14, 4. ბლანიაკი - 10, 5. აგეტმო - 9, 6. მოლეონი - 9, 7. ბაგნერე - 7, 8. ვალანსი - 5, 9. კასტანე - 4, 10. ლურდი - 4.
V ტური
ბაგნერე-ლურდი, ოლორონი-ლანამეზანი, ტიროსი-აგეტმო, ვალანსი-კასტანე, ბლანიაკი-მოლეონი.
კელტთა ლიგა
"კელტთა ლიგაში" კვლავ წარუმატებლად ასპარეზობს საქართველოს ნაკრების მესამეხაზელ დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგი". ჩვენებურის გუნდს ხელი ვერც ახალმა სამხრეთაფრიკელმა მწვრთნელმა ალან სოლომონსმა დაატყო.
ედინბურგელები მე-4 ტურში შინ დამარცხდნენ უელსურ "ჰლანეჰლისთან" - 9:22 და ოთხი ქულით ისევ ბოლო ადგილზე არიან.
IV ტური
ალსტერი-ბენეტონი 32:13, ლენსტერი-კარდიფი 34:20, ზებრე-გლაზგო 17:24, ედინბურგი-ჰლანეჰლი 9:22, ქონოთი-ოსფრიზი 26:43, მანსტერი-ნიუპორტი 23:9.
სატურნირო მდგომარეობა
1. ოსფრიზი - 16 ქულა, 2. გლაზგო - 16, 3. მანსტერი - 14, 4. ლენსტერი - 13, 5. ალსტერი - 11, 6. ჰლანეჰლი - 9, 7. ნიუპორტი - 9, 8. კარდიფი - 6, 9. ბენეტონი - 5, 10. ზებრე - 5, 11. ქონოთი - 4, 12. ედინბურგი - 4.
V ტური
ოსფრიზი-ალსტერი, ნიუპორტი-ზებრე, ბენეტონი-ქონოთი, ჰლანეჰლი-გლაზგო, მანსტერი-ლენსტერი, კარდიფი-ედინბურგი.
ბოლო, გადამწყვეტი ეტაპი დადგა რუმინეთის ჩემპიონატში. პლეი ოფის ნახევარფინალში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, ბიძინა სამხარაძის, ოთარ ტურაშვილისა და გიორგი ხოსიტაშვილის "ტიმიშოარამ" შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა მამუკა ნინიძის "ფარული" - 43:8.
ტურაშვილი და ნინიძე თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთნენ, ხოსიტაშვილი და სამხარაძე განაცხადში არ იყვნენ.
"ტიმიშოარა" მომავალ უქმეებზე ფინალში "ბაია მარეს" დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში ბუქარესტის "სტიაუა" დაამარცხა - 26:16.
რუმინეთი
ნახევარფინალი
ტიმიშოარა-ფარული 42:8
ბაია მარე-სტიაუა 26:16
ფინალი
ტიმიშოარა-ბაია მარე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"