ქართული ლეგიონი: გორგოძე და ზირაქაშვილი დაბრუნდნენ

AutoSharing Option
ევროთასების გათამაშებაში ჯგუფური ტურნირის პირველი წრე დასრულდა.

ჩემპიონთა თასზე სამი ტურის შემდეგ თავიანთ ჯგუფებში ქართველ მორაგბეთა ოთხი გუნდი ლიდერობს. ესენია: "კლერმონი", "ტულონი", "ტულუზი" და "მეტრო რასინგი".

A ჯგუფში, სადაც ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი - "კლერმონი" და "სეილ შარქსი" ასპარეზობს, ლიდერი ჩვენებურთა ფრანგული გუნდია. ვიქტორ კოლელიშვილისა და დავით ზირაქაშვილის "ვულკანებმა" სტუმრად დაამარცხეს აქამდელი პირველადგილოსანი ირლანდიური "მანსტერი" - 16:9. ზირაქაშვილი თამაშში 69-ე წუთიდან ჩაერთო, კოლელიშვილი ტრავმირებულია.

შალვა მამუკაშვილის ინგლისური "სეილ შარქსი" კი ჯგუფის აუტსაიდერია. "ზვიგენებმა" შინ წააგეს "სარასენზთან" - 15:19. მამუკაშვილი მოედანზე
68-ე წუთიდან გამოჩნდა.

მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" სტუმრად პირველი მარცხი იგემა ინგლისურ "ლესტერ ტაიგერზთან" - 21:25. მიუხედავად ამისა, ჩვენებურთა გუნდი გათამაშების ლიდერია.

ამ შეხვედრაში თითქმის ორთვიანი მკურნალობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს.

მიქაუტაძე და ჩილაჩავა განაცხადში არ იყვნენ. ამავე ჯგუფში ირლანდიურმა "ალსტერმა" შინ დაამარცხა უელსური "ჰლანეჰლი" - 24:9.

D ჯგუფში დაუმარცხებლად ლიდერობს ვასილ კაკოვინის "ტულუზი", რომელმაც მესამე ტურში შინ მოუგო შოტლანდიურ "გლაზგოს" - 19:11. კაკოვინი ძირითად შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს.

ამავე ჯგუფში თამაშობს მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეც", რომელმაც შინ მოულოდნლად დიდი სხვაობით წააგო "ბასთან" - 5:30. ნარიაშვილს არ უთამაშია. მონპელიელებს ჯერ ერთხელაც არ მოუგიათ და, სავარაუდოდ, პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლას შეწყვეტენ.

E ჯგუფში დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი" ლიდერობს, რომელმაც სტუმრად ფრედ ითამაშა უელსურ "ოსფრიზთან" - 19:19. საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი ტრავმირებულია და არ უთამაშია. ამავე ჯგუფში ინგლისურმა "ნორსჰემპთონმა" სტუმრად მოუგო იტალიურ "ბენეტონს" - 38:15.

ჩემპიონთა თასი
A ჯგუფი
სეილ შარქსი-სარასენზი 15:19, მანსტერი-კლერმონი 9:16

სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 10 ქულა, 2. მანსტერი - 9, 3. სარასენზი - 9, 4. სეილ შარქსი - 2.

IV ტური
სარასენზი-სეილ შარქსი, კლერმონი-მანსტერი

B ჯგუფი
კასტრი-ვოსფსი 17:32, ჰალიქვინზი-ლენსტერი 24:18

სატურნირო მდგომარეობა
1. ჰარლიქვინზი - 12 ქულა, 2. ლენსტერი - 9, 3. ვოფსი - 7, 4. კასტრი - 1.

IV ტური
ლენსტერი-ჰარლიქვინზი, ვოსფსი-კასტრი

C ჯგუფი
ალსტერი-ჰლანეჰლი 24:9, ლესტერ ტაიგერზი-ტულონი 25:21

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 9 ქულა, 2. ლესტერ ტაიგერზი - 8, 3. ალსტერი - 6, 4. ჰლანეჰლი - 4.

IV ტური
ტულონი-ლესტერ ტაიგერზი, ჰლანეჰლი-ალსტერი

D ჯგუფი
მონპელიე-ბასი 5:30, ტულუზი-გლაზგო 19:11

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 12 ქულა, 2. გლაზგო - 9, 3. ბასი - 5, 4. მონპელიე - 2.

IV ტური
ბასი-მონპელიე, გლაზგო-ტულუზი

E ჯგუფი
ბენეტონი-ნორსჰემპთონი 15:38, ოსფრიზი-მეტრო რასინგი 19:19

სატურნირო მდგომარეობა
1. მეტრო რასინგი - 10, 2. ნორსჰემპთონი - 10 ქულა, 3. ოსფრიზი - 7, 4. ბენეტონი - 0.

IV ტური
ნორსჰემპთონი-ბენეტონი, მეტრო რასინგი-ოსფრიზი

* * *
"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა გუნდები ვერ ლიდერობენ, თუმცა რამდენიმე მათგანი პლეი ოფში გასვლის შანსს მაინც ინარჩუნებს.

B ჯგუფში ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი" ბოლო ადგილზეა. ჩვენებურის გუნდმა შინ წააგო ინგლისურ "ექსეტერთან" - 10:36. ყაულაშვილი თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო და 77-ე წუთზე მატჩის არბიტრმა გაასინბინა.

C ჯგუფში დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ" სტუმრად წააგო ინგლისურ "ნიუკასლთან" - 23:30 ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს, ჟვანია მოედანზე 66-ე წუთიდან გამოჩნდა.

D ჯგუფში ზაზა ნავროზაშვილის "ბორდო" პირველ ადგილზე გასვლისთვის იბრძვის. ბორდოელებმა მესამე ტურში შინ მოუგეს "ლიონს" - 37:29. ნავროზაშვილს არ უთამაშია.

გოდერძი შველიძის, ანტონ ფეიქრიშვილისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივი" E ჯგუფის აუტსაიდერია. ბრიველებმა ზედიზედ მესამედ წააგეს, ამჯერად შინ "ოიონაქსთან" - 22:30.

ფეიქრიშვილმა თავისთვის ახალ გუნდში პირველად ითამაშა. ის მოედანზე 41-ე წუთიდან გამოჩნდა, ასეიშვილი თამაშში 70-ე წუთიდან ჩაერთო.

ემლინ ჩელენჯ კაპი
A ჯგუფი
გრენობლი-როვიგო 68:10, კარდიფი-ლონდონ აირიში 24:14

სატურნირო მდგომარეობა
1. კარდიფი - 14 ქულა, 2. ლონდონ აირიში - 9, 3. გრენობლი - 5, 4. როვიგო - 0.

IV ტური
როვიგო-გრენობლი, ლონდონ აირიში-კარდიფი

B ჯგუფი
ლა როშელი-ექსტერი 10:36, ქონოთი-ბაიონი 42:19

სატურნირო მდგომარეობა
1. ექსეტერი - 11 ქულა, 2. ქონოთი - 10, 3. ბაიონი - 4, 4. ლა როშელი - 4.

IV ტური
ექსეტერი-ლა როშელი, ბაიონი-ქონოთი

C ჯგუფი
ნიუკასლი-სტად ფრანსე 30:23, ბუქარესტი-ნიუპორტი 10:37

სატურნირო მდგომარეობა
1. ნიუკასლი - 14 ქულა, 2. ნიუპორტი - 11, 3. სტად ფრანსე - 5, 4. ბუქარესტი - 1.

IV ტური
სტად ფრანსე-ნიუკასლი, ნიუპორტი-ბუქარესტი

D ჯგუფი
ბორდო-ლიონი 37:29, ედინბურგი-ლონდონ ველში 25:13

სატურნირო მდგომარეობა
1. ედინბურგი - 12 ქულა, 2. ბორდო - 11, 3. ლიონი - 4, 4. ლონდონ ველში - 0.

IV ტური
ლიონი-ბორდო, ლონდონ ველში-ედინბურგი

E ჯგუფი
ბრივი-ოიონაქსი 22:30, გლოსტერი-ზებრე 35:10

სატურნირო მდგომარეობა
1. გლოსტერი - 14 ქულა, 2. ოიონაქსი - 8, 3. ზებრე - 4, 4. ბრივი - 1.

IV ტური
ზებრე-გლოსტერი, ოიონაქსი-ბრივი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული