ქართული ლეგიონი: სამი ლიდერია, ერთიც იქვეა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ჯგუფური ტურნირის მეორე წრე დაიწყო.

ქართველი მორაგბეების კლუბებიდან სამი ლიდერია, ერთიც მეორე ადგილზეა და პირველობის რეალური შანსი აქვს. ესენია: "ტულონი", "ტულუზი", "კლერმონი" და "მეტრო რასინგი".

A ჯგუფის ლიდერი ვიქტორ კოლელიშვილისა და დავით ზირაქაშვილის "კლემონია", რომელმაც შინ დაამარცხა ირლანდიური "მანსტერი" - 26:19. აღსანიშნავია, რომ "ვულკანებმა" მეტოქე ერთი კვირის წინათ, გასვლით მატჩშიც დაამარცხეს.

ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, კოლელიშვილი ტრავმირებულია.

სტუმრად "სარასენზთან" დამარცხდა შალვა მამუკაშვილის "სეილ შარქსი" - 15:28. საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭმა ძირითად შემადგენლობაში
ითამაშა და 71-ე წუთზე შეცვალეს.

"ზვიგენები" აუტსაიდერები არიან და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი აღარ აქვთ.

C ჯგუფს მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" ლიდერობს.

ჩვენებურთა ამ გუნდმა "ლესტერ ტაიგერზთან" ერთი კვირის წინათ წაგების გამო რევანში აიღო.

ტულონელებმა მეტოქე უშანსოდ დატოვეს - 23:8. ჩილაჩავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს, გორგოძე თამაშში 71-ე წუთიდან ჩაერთო, მიქაუტაძე განაცხადში არ იყო.

D ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი თამაშობს, "ტულუზი" და "მონპელიე". ამათგან ვასილ კაკოვინის "ტულუზი" ლიდერია. ფრანგული რაგბის გრანდმა სტუმრად უმძიმეს ბრძოლაში მოუგო შოტლანდიურ "გლაზგოს" - 12:9. კაკოვინი ამჯერად თადარიგში იყო და მოედანზე 50-ე წუთიდან გამოჩნდა.

მეორე ქართული გუნდი, მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" აუტსაიდერია. ჩვენებურის გუნდს ახლა მძიმე დროება უდგას. კლუბი დატოვა შერკინების მწვრთნელმა მარიო ლედესმამ.

არსებობდა საფრთხე, რომ გუნდს მთავარი მწვრთნელი ფაბიენ გალტიეც დატოვებდა, თუმცა ის თანამდებობაზე დარჩა. თუმცა, ყოველივე ეს "მონპელიეს" არ შველის. ნარიაშვილმა და კომპანიამ სტუმრად წააგო ინგლისურ "ბასთან" - 12:32. საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი განაცხადში არ იყო.

E ჯგუფში წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი", რომელიც ლიდერ "ნორსჰემპთონს" ერთი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა. პარიზელებმა შინ დაამარცხეს უელსური "ოსფრიზი" - 18:14. ხინჩაგიშვილი ტრავმირებულია.

ლიდერმა "ნორსჰემპთონმა" შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა იტალიური "ბენეტონი" - 67:0.

ჩემპიონთა თასი
A ჯგუფი
სარასენზი-სეილ შარქსი 28:15, კლერმონი-მანსტერი 26:19

სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 15 ქულა, 2. სარასენზი - 13, 3. მანსტერი - 10, 4. სეილ შარქსი - 2.

V ტური
სეილ შარქსი-კლერმონი, სარასენზი-მანსტერი

B ჯგუფი
ლენსტერი-ჰარლიქვინზი 14:13, ვოსფსი-კასტრი 44:17

სატურნირო მდგომარეობა
1. ჰარლიქვინზი - 13 ქულა, 2. ლენსტერი - 13, 3. ვოსფსი - 12, 4. კასტრი - 1.

V ტური
ჰარლიქვინზი-ვოსფსი, ლენსტერი-კასტრი

C ჯგუფი
ტულონი-ლესტერ ტაიგერზი 23:8, ჰლანეჰლი-ალსტერი 22:13

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 13 ქულა, 2. ლესტერ ტაიგერზი - 8, 3. ალსტერი - 6, 4. ჰლანეჰლი - 4.

V ტური
ლესტერ ტაიგერზი-ჰლანეჰლი, ტულონი-ალსტერი

D ჯგუფი
ბასი-მონპელიე 32:12, გლაზგო-ტულუზი 9:12

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 16 ქულა, 2. გლაზგო - 10, 3. ბასი - 10, 4. მონპელიე - 2.

V ტური
გლაზგო-მონპელიე, ტულუზი-ბასი

E ჯგუფი
ნორსჰემპთონი-ბენეტონი 67:0, მეტრო რასინგი-ოსფრიზი 18:14

სატურნირო მდგომარეობა
1. ნორსჰემპთონი - 15 ქულა, 2. მეტრო რასინგი - 14, 3. ოსფრიზი - 8, 4. ბენეტონი - 0.

V ტური
ოსფრიზი-ნორსჰემპთონი, მეტრო რასინგი-ბენეტონი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული