საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში გათამაშება განახლდა.
მე-12 ტურის მატჩების შემდეგ ლიდერი მხოლოდ ერთი "ქართული გუნდია". პლეი ოფში მოსახვედრად კი ქართველ მორაგბეთა ერთბაშად 11 გუნდი იბრძვის.
A ჯგუფში ხუთი მატჩიდან ოთხში სტუმრებმა მოიგეს. ერთადერთი, რომელმაც საშინაო არენაზე გაიმარჯვა, გიორგი ჩხაიძისა და გიო სორდიას "ლილია".
დავით ბოლღაშვილის გაწვრთნილმა ლილელებმა საკუთარ მოედანზე დაამარცხეს ავთანდილ კოპალიანის "ბობინი" - 28:14 და ახლა 36 ქულით მეორე ადგილზე არიან. ჩხაიძემ სრულად ითამაშა, სორდია მოედანზე არ გამოჩენილა.
გათამაშებას ამ ჯგუფში "ნევერი" ლიდერობს,
კვირიკაშვილმა, რომელმაც სრულად ითამაშა, ერთი საჯარიმო გაიტანა. მოდებაძე თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო.
საპლეიოფო ოთხეულს მიუახლოვდა გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის "ბერჟერაკი", რომელმაც სტუმრად დაამარცხა ირაკლი ნინიძის "ლორმონი" - 36:29.
სტუმრად მოიგო კიდევ ერთმა "ქართულმა გუნდმა": ბაჩუკი გუჯარაიძის, ბექა ურჯუკაშვილისა და ნიკოლოზ კაზალიკაშვილის "ლიმოჟმა" გიორგი მენაბდიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ტულეს" აჯობა - 41:23. ლიმოჟელები ამ გამარჯვების შემდეგ მესამე საფეხურზე დამკვიდრდნენ.
A ჯგუფი
ლილი-ბობინი 28:14, პერიგო-ლიბურნი 15:16, მონლუსონი-ნევერი 6:35, ტულე-ლიმოჟი 23:41, ლორმონი-ბერჟერაკი 29:36.
სატურნირო მდგომარეობა
1. ნევერი - 54 ქულა, 2. ლილი - 36, 3. ლიმოჟი - 35, 4. მონლუსონი - 31, 5. ბერჟერაკი - 30, 6. პერიგო - 24, 7. ტულე - 22, 8. ლიბურნი - 20, 9. ლორმონი - 17, 10. ბობინი - 12.
XIII ტური
ბობინი-ტულე, ნევერი-ბერჟერაკი, პერიგო-ლორმონი, ლიბურნი-ლილი, ლიმოჟი-მონლუსონი.
B ჯგუფში გიორგი სულუაშვილის "ბურგ ან ბრესს" პირველობას "ობენა" ეცილება. ბურგელებმა, რომლებიც კონკურენტს ორი ქულით ჩამორჩებიან და მეორე ადგილზე იმყოფებიან, შინ დაამარცხეს "შალონი" - 38:29.
"ბურგ ან ბრესს" ორი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა საბა ქართველიშვილის "შამბერი", რომელმაც შინ იოლად მოუგო გურამ კავთიძის "მაკონს" - 39:9. ქართველიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო.
პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის ასტამურ იოსელიანის "რომანიც", რომელმაც სტუმრად წააგო ნოდარ ჭეიშვილის "ლა სეინთან" - 17:21.
დავით ბალანჩივაძის "ლა ვულემ" შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა გიორგი ჯაშიტაშვილის, მიხეილ გაჩეჩილაძისა და რევაზ ბელქანიას "კარკერენი - 53:21.
თემურ გელანტიას აუტსაიდერმა "ტრიკასტინმა" სერიოზული ბრძოლა გაუმართა ლიდერ "ობენას", თუმცა მინიმალური სხვაობით მაინც დამარცხდა - 25:26.
B ჯგუფი
ლა ვულე-კარკერენი 53:21, ობენა-ტრიკასტინი 26:25, ლა სეინი-რომანი 21:17, ბუგ ან ბრესი-შალონი 38:29, შამბერი-მაკონი 39:9.
სატურნირო მდგომარეობა
1. ობენა - 41 ქულა, 2. ბურგ ან ბრესი - 39, 3. შამბერი - 37, 4. მაკონი - 33, 5. რომანი - 33, 6. შალონი - 31, 7. ლა ვულე - 20, 8. ლა სეინი - 19, 9. კარკერენი - 11, 10. ტრიკასტინი - 7.
XIII ტური
შამბერი-ბურგ ან ბრესი, ტრიკასტინი-ლა ვულე, რომანი-ობენა, შალონი-ლა სეინი, კარკერენი-მაკონი.
C ჯგუფში პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის ტარიელ დონაძის "როდეზი". ჩვენებურის გუნდი, რომელმაც მე-12 ტურში შინ დაამარცხა "სენ სულპისე" - 19:12, 29 ქულით მე-5 ადგილზეა.
როდეზელებს მეოთხეადგილოსანი "ანგულემი" ოთხი ქულით უსწრებს.
C ჯგუფი
ვანი-ლანჟონი 40:25, კასტანე-ანგულემი 13:19, ტიროსი-სენ ჟან დე ლუზი 53:5, კონიაკი-სენ ნაზერი 15:13, როდეზი-სენ სულპისე 19:12.
სატურნირო მდგომარეობა
1. ვანი - 40 ქულა, 2. ტიროსი - 35, 3. ლანჟონი - 34, 4. ანგულემი - 33, 5. როდეზი - 29, 6. კასტანე - 29, 7. სენ ნაზერი - 28, 8. კონიაკი - 19, 9. სენ ჟან დე ლუზი - 15, 10. სენ სულპისე - 14.
XIII ტური
როდეზი-ვანი, სენ ჟან დე ლუზი-კასტანე, სენ ნაზერი-ტიროსი, სენ სულპისე-კონიაკი, ანგულემი-ლანჟონი.
D ჯგუფის ლიდერი ნიკა პატარაიასა და გიორგი ზაქაშვილის "ექსია", რომელმაც შინ დაამარცხა ბექა ბურდიაშვილის "გროლე" - 29:10. ექსელებს, ფაქტობრივად, განაღდებული აქვთ პირველი ადგილი, რადგან მეორეადგილოსან თორნიკე ლომიძის "ოშს" 17 ქულით უსწრებენ. ოშელებმა შინ დაამარცხეს "ოლორონი" - 23:15.
"ოში", თავის მხრივ, ხუთი ქულით უსწრებს მესამეადგილოსან ლაშა მალაღურაძის "ბაგნერეს".
ჩვენებურის ამ გუნდმა შინ მოუგო "ლანამეზანს" - 19:3. მალაღურაძე განაცხადში არ იყო.
სიმონ მაისურაძის "ვალანსი" კი ორი ქულით ჩამორჩება "ბაგნერეს" და მეოთხე ადგილზეა.
ვალანსელებმა სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს "ბლანიაკი" - 16:15.
ლადო გუნიავასა და ნიკოლოზ გიორგაძის "აგდი" სტუმრად დამარცხდა "მოლეონთან" - 15:30.
ჩვენებურთა გუნდი ამ მარცხის შემდეგ 18 ქულით მე-8 ადგილზეა.
D ჯგუფი
ოში-ოლორონი 23:15, ექსი-გროლე 29:10, ბაგნერე-ლანამეზანი-19:3, ბლანიაკი-ვალანსი 15:16, მოლეონი-აგდი 30:15.
სატურნირო მდგომარეობა
1. ექსი - 54 ქულა, 2. ოში - 37, 3. ბაგნერე - 32, 4. ვალანსი - 30, 5. ოლორონი - 30, 6. ბლანიაკი - 26, 7. მოლეონი - 18, 8. აგდი - 18, 9. ლანამეზანი - 16, 10. გროლე - 14.
XIII ტური
ოში-მოლეონი, ლანამეზანი-ექსი, ვალანსი-ბაგნერე, ოლორონი-ბლანიაკი, გროლე-აგდი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"