საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში რეგულარული გათამაშება დასრულდა.
პლეი ოფში, ანუ მერვედფინალში, ქართველ მორაგბეთა ცხრა გუნდმა გააღწია. ესენია: "ლილი", "ლიმოჟი", "მონლუსონი", "შამბერი", "რომანი", "ბურგ ან ბრესი", "ექსი", "ოში" და "ბაგნერე". შეგახსენებთ, რომ ელიტური, მეორე დივიზიონის საგზურს ფინალისტები მიიღებენ.
A ჯგუფიდან პლეი ოფში სამი "ქართული გუნდი" გავიდა. პირველადგილოსანმა "ნევერმა" დიდოსტატური შედეგი აჩვენა. ამ გუნდმა 18 მატჩიდან ყველა მოიგო. მეორე ადგილი კი გიორგი ჩხაიძისა და გიო სორდიას "ლილმა" დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ტურში სტუმრად დამარცხდა გიორგი
ბერჟერაკელებისთვის ეს გამარჯვება პლეი ოფში მოსახვედრად საკმარისი არ გამოდგა. "ლილი" კი მერვედფინალში "ოლორონს" დაუპირისპირდება, რომელმაც D ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
A ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა ბაჩუკი გუჯარაიძის, ბექა ურჯუკაშვილისა და ნიკოლოზ კაზალიკაშვილის "ლიმოჟი", რომელმაც ბოლო ტურში შინ დაამარცხა "ლიბურნი" - 30:20.
მერვედფინალში ჩვენებურთა ამ გუნდის მეტოქე "ოში" იქნება, რომელმაც D ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
მესამე ქართული გუნდი, რომელმაც ამ ჯგუფიდან პლეი ოფში გააღწია, რეზო გიგაურის, მერაბ კვირიკაშვილისა და ლევან მოდებაძის "მონლუსონია". მონლუსონელებმა ბოლო ტურში შინ გიორგი მენაბდიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ტულე" დაამარცხეს - 43:19 და კონკურენტთაგან მიუწვდომელნი შეიქნენ.
კვირიკაშვილმა, რომელმაც სრულად ითამაშა, 48-ე წუთზე ლელო გაიტანა, მანვე ხუთი გარდასახვა მიითვალა (სულ 15 ქულა). 66-ე წუთზე ლელო გაიტანა "ტულეს" პირველხაზელმა გიორგი მენაბდიშვილმაც, გიგაურს კი ორი წუთით ადრე მატჩის არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა.
"მონლუსონის" მეტოქე მერვედფინალში D ჯგუფის გამარჯვებული "ექსი" იქნება.
A ჯგუფი
XVIII ტური
მონლუსონი-ტულე 43:19, ბერჟერაკი-ლილი 33:27, ნევერი-პერიგო 43:14, ლიმოჟი-ლიბურნი 30:20, ლორმონი-ბობინი 20:36.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ნევერი 18 18 0 0 +260 82
2. ლილი 18 10 2 6 +170 53
3. ლიმოჟი 18 10 1 7 +103 49
4. მონლუსონი 18 11 0 7 -6 47
5. ბერჟერაკი 18 8 0 10 -45 40
6. პერიგო 18 7 3 8 -24 39
7. ტულე 18 7 0 11 -100 32
8. ლიბურნი 18 6 1 11 -89 31
9. ბობინი 18 6 1 11 -84 31
10. ლორმონი 18 3 0 15 -185 19
* * *
ქართველ მორაგბეთა სამი გუნდი გავიდა პლეი ოფში B ჯგუფიდანაც. ესენია: "შამბერი", "რომანი" და "ბურგ ან ბრესი". აქ პირველობა არავის დაუთმო საბა ქართველიშვილის "შამბერიმ", რომელმაც ბოლო ტურში შინ დაამარცხა მესამე ადგილზე გასული ასტამურ იოსელიანის "რომანი" - 27:22. შედეგად შამბერელებმა ორი ქულით გაუსწრეს "ობენას"."შამბერის" მეტოქე მერვედფინალში C ჯგუფში მეოთხე ადგილზე გასული "ტიროსი" იქნება. "რომანს" კი ამევე ჯგუფის მეორეადგილოსანი "ანგულემი" დაუპირისპირდება.
მწვავე ბრძოლა იყო მეოთხე ადგილისთვის. გიორგი სულუაშვილის "ბურგ ან ბრესმა" სტუმრად დაამარცხა გიორგი ჯაშიტაშვილის, მიხეილ გაჩეჩილაძისა და რევაზ ბელქანიას "კარკერანი" - 25:13 და გურამ კავთიძის "მაკონი" მე-5 ადგილზე დატოვა, რომელმაც თავის მხრივ, შინ მოუგო ნოდარ ჭეიშვილის "ლა სეინს" - 47:10.
"ბურგ ან ბრესი" მერვედფინალში C ჯგუფის გამარჯვებულ "ვანს" ეთამაშება.
B ჯგუფი
XVIII ტური
ლა ვულე-ობენა 22:40, მაკონი-ლა სეინი 47:10, კარკერანი-ბურგ ან ბრესი 13:25, ტრიკასტინი-შალონი 22:26, შამბერი-რომანი 27:22.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. შამბერი 18 13 0 5 +177 60
2. ობენა 18 12 0 6 +171 58
3. რომანი 18 11 1 6 +70 53
4. ბურგ ან ბრესი 18 11 3 4 +80 53
5. მაკონი 18 10 2 6 +165 52
6. შალონი 18 10 0 8 +57 51
7. ლა ვულე 18 8 0 10 -50 36
8. ლა სეინი 18 8 0 10 -56 36
9. კარკერანი 18 3 0 15 -333 15
10. ტრიკასტინი 18 1 0 17 -281 9
* * *
C ჯგუფში ერთი "ქართული გუნდი" ასპარეზობდა. ტარიელ დონაძის "როდეზი" პლეი ოფში მოხვედრის შანსს ბოლო ტურებამდე ინარჩუნებდა, მაგრამ ფინიშის სწორზე ზედიზედ ორი მატჩი წააგო და საბოლოოდ მე-6 ადგილს დასჯერდა. როდეზელებმა ბოლო ტურში სტუმრად ითამაშეს "ანგულემთან" და 20:46 წააგეს.C ჯგუფი
XVIII ტური
კასტანე-ტიროსი 44:20, ლანჟონი-კონიაკი 17:16, ანგულემი-როდეზი 46:20, სენ ჟან დე ლუზი-სენტ სულპისე 10:9, ვანი-სენ ნაზერი 59:22.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ვანი 18 13 1 4 +174 60
2. ანგულემი 18 11 1 6 +181 55
3. ლანჟონი 18 11 2 5 -2 51
4. ტიროსი 18 10 1 7 +127 50
5. კასტანე 18 10 1 7 +54 48
6. როდეზი 18 8 0 10 +11 40
7. სენ ნაზერი 18 9 0 9 -40 39
8. კონიაკი 18 6 0 12 -120 28
9. სენ სულპისე 18 5 0 13 -136 27
10. სენ ჟან დე ლუზი 18 4 0 14 -249 21
* * *
სამი წარმომადგენელი ეყოლებათ ქართველ მორაგბეებს D ჯგუფიდანაც. ესენია: "ექსი", "ოში" და "ბაგნერე". ამ ჯგუფში საუკეთესო მაჩვენებელი ნიკა პატარაიასა და გიორგი ზაქაშვილის "ექსს" აქვს, რომელმაც მეორეადგილოსან თორნიკე ლომიძის "ოშს" 14 ქულით გაუსწრო."ექსი" ბოლო ტურში ლაშა მალაღურაძის "ბაგნერეს" შეხვდა და 38:18 მოუგო. ამ მარცხს ბაგნერელები არ დაუზარალებია, რადგან უახლოეს მდევარს, მეხუთეადგილოსან სიმონ მაისურაძის "ვალანსს" შვიდი ქულით უსწრებდნენ.
მერვედფინალში, როგორც უკვე ვთქვით, "ექსი" "მონლუსონს" შეხვდება. "ბაგნერეს" მეტოქე კი A ჯგუფის გამარჯვებული "ნევერი" იქნება. "ოშის" შესახებ უქვე ვთქვით, მას "ლიმოჟი" დაუპირისპირდება. მერვედფინალის გამარჯვებულები ორი მატჩის ჯამში გამოვლინდებიან.
D ჯგუფი
ექსი-ბაგნერე 38:18, აგდი-ბლანიაკი 29:24, გროლე-ოში 24:19, ლანამეზანი-ოლორონი 13:40, მოლეონი-ვალანსი 23:20.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ექსი 18 15 1 2 +297 75
2. ოში 18 13 1 4 +215 61
3. ოლორონი 18 10 1 7 +65 50
4. ბაგნერე 18 11 0 7 +61 49
5. ვალანსი 18 9 0 9 +14 42
6. ბლანიაკი 18 6 1 11 -41 32
7. მოლეონი 18 6 1 11 -91 31
8. გროლე 18 6 1 11 -116 30
9. აგდი 18 7 0 11 -180 30
10. ლანამეზანი 18 4 0 14 -224 17
პლეი ოფი
მერვედფინალი
ბაგნერე-ნევერი, რომანი-ანგულემი, ოლორონი-ლილი, ბურგ ან ბრესი-ვანი, ლიმოჟი-ოში, ტიროსი-შამბერი, მონლუსონი-ექსი, ლანჟონი-ობენა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"