მან ფრანგების ყურადღება ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშისას მიიქცია და გასაკვირი არაა, რომ მალე მონპელიელთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში. დღესდღეობით კი ნარიაშვილი "მონპელიეს" ერთ-ერთი ლიდერია.
ახლახან მიხეილ ნარიაშვილს საფრანგეთის რაგბის პროფესიულმა ლიგამ სპეციალური სტატუსი მიანიჭა, რის შემდეგაც ის ამ ქვეყნის ჩემპიონატში უცხოელ მოთამაშედ აღარ ითვლება და ლეგიონერებზე დაწესებული შეზღუდვები აღარ შეეხება.
ცხადია, ამ ფაქტით ადგილობრივი მედია დაინტერესდა და მიხეილ ნარიაშვილს ბლიც-ინტერვიუ ჩამოართვა, რომელიც
- როდის ჩამოხვედით საფრანგეთში და სად შეუდექით წვრთნას?
- საფრანგეთში 2010 წელს ჩამოვედი და "მონპელიეს" საწვრთნელ ცენტრში ჩავირიცხე. ასე რომ, ეს გუნდი ჩემს კარიერაში პირველი ფრანგული კლუბია. ორი წლის შემდეგ პროფესიული კონტრაქტი გავაფორმე, რომელიც "მონპელიესთან" სამი წლით მაკავშირებდა.
- თქვენ ახლახან რაგბის პროფესიულმა ლიგამ სპეციალური სტატუსი მოგანიჭათ. როგორი განცდა გაქვთ?
- ადმინისტრაციული პროცედურების გამო ეს ძალიან რთული პროცესი იყო. საბუთები რამდენჯერმე შევაგროვე. მიმაჩნია, რომ პროფესიულმა ლიგამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ძალიან გამიხარდა, როცა ეს ამბავი შევიტყვე.
- საფრანგეთში გატარებული ამდენი წლის შემდეგ ეს გასაკვირი იყო?
- ეჭვი არ მეპარებოდა, რომ სპეციალურ სტატუსს მომანიჭებდნენ, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ადმინისტრაციული პრობლემების გამო პროცესი გაიწელა. ცხადია, იმედი არ დამიკარგავს, გავუძელი ლოდინს. რაც უფრო დიდი ხანი გიწევს ცდა, მით უფრო ძლიერია დადებითი შედეგით გამოწვეული ემოცია.
- რამდენიმე ქართველმა მორაგბემ საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. თქვენ არ აპირებთ ამას?
- ბედნიერი ვარ, საფრანგეთში რომ ვცხოვრობ. ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა, განსაკუთრებით კი - ჩემი კლუბი და ქალაქი მონპელიე. აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მივიღებ თუ არა საფრანგეთის მოქალაქეობას? რატომაც არა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"