აღსანიშნავია, რომ "ტულონმა" ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ზედიზედ სამჯერ მოიგო.
"ტულონმა" ფინალში დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" ანგარიშით 24:18 დაამარცხა.
გორგოძე და მიქაუტაძე განაცხადში არ ყოფილან, ხოლო ჩილაჩავამ შეცვლაზე ბოლო 16 წუთი ითამაშა. ზირაქაშვილმა 67-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო კოლელიშვილი ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის.