ახლახან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა "მონპელიესთან" სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
"მონპელიეს" მიმდინარე გათამაშების მსვლელობისას სათავეში ცნობილი სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი ჯეკ ვაითი ჩაუდგა. მან 2007 წელს "ბოკეს" მსოფლიოს თასი მოაგებინა და, ცხადია, ძალიან ამბიციური სპეციალისტია, რასაც გუნდში ახალწვეული მორაგბეების სიაც მოწმობს: სხალკ ფან დერ მერვე (ლაიონზი), პაულ ვილემი (გრენობლი), ჟაკ დუ პლესი (ბლუ ბულზი), ვილემ ლიბენბერგი (ბლუ ბულზი), ნიკ ვაითი (ბრამბიზი), კემერონ ვაითი (ნატალ შარქსი), დემეტრი კატრაკილისი (სტორმერზი),
ელიტური, პირველი დივიზიონის "ბრივთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა კიდევ ერთმა ქართველმა შერკინების ბურჯმა გიორგი ჟღენტმა, რომელმაც წლევანდელ სეზონში თამაში ბასკურ "ბაიონში" დაიწყო და მერე "ბრივში" გადაბარგდა.
ჟღენტმა ამ გუნდის კვართი 16-ჯერ მოირგო, აქედან 6 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"