ახალი დესანტი საფრანგეთში - "ახალგაზრდა ბორჯღალოსნები" ფრანგულ კლუბებში

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა წლეულს "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფა" მოიგო და მომავალ წელს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ამ წარმატებამ ფრანგული კლუბების ინტერესი ჩვენი მორაგბეების მიმართ კიდევ უფრო გააძლიერა და ზემოთ ნახსენები ნაკრებიდან რამდენიმე მორაგბე მიიწვიეს. მათთან ერთად ოდნავ უმცროსი ასაკის მორაგბემაც მოახერხა ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს სარაგბო ქვეყანაში გადაბარგება.

აღსანიშნავია, რომ მათგან აბსოლუტური უმრავლესობა მორკინალია. თუმცა, სასიხარულოა, რომ პირველხაზელებთან ერთად, მეორე და მესამეხაზელთა რიცხვმაც იმატა.

ყველაზე მეტი, ხუთი მორაგბე: ნიკა ნეფარიძე, ნიკა სვიმონიშვილი, ბექა კაკაბაძე, ოთარ გიორგაძე და თორნიკე ზოიძე ფრანგული
რაგბის ერთ-ერთ გრანდში, "კლერმონში" მიიწვიეს.

ორ-ორი ქართველი მიიწვიეს "ტარბმა", "სტად ფრანსემ" და "ლიონმა".

პირველი ხაზი: ლაშა ტაბიძე (ბორდო), ნიკა ნეფარიძე, ნიკა სვიმონიშვილი, ბექა კაკაბაძე (სამივე - კლერმონი), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), ზაურ ხარებავა (ლა როშელი), ბადრი ალხაზიშვილი (ტულონი).
მეორე ხაზი: ოთარ გიორგაძე (კლერმონი), მიხეილ ბაბუნაშვილი, ბესიკ გოგოლაძე (ორივე - ტარბი), გიორგი ჯავახია (ლიონი), როლანდ კვაჭაძე (ორიაკი).
მესამე ხაზი: ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი), თორნიკე ზოიძე (კლერმონი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი), დავით პაპავაძე (სტად ფრანსე).
გარემარბი: ლუკა იურინი (ლიონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორც ვაკვირდები ქართველების მიმართ ინტერესს ფაქტიურად მარტო ფრანგული ლიგა იჩენს, რატომ პასოირობენ ბრიტანული ლიგები? ნუთუ თამაშის სტილიდან გამომდინარე?
0
ცარმატებები ბიჯებო! გიორგი ცუცკირიდზემ ბრივის პირველ გუნდტან ერტად 2 ამხანაგური ტამასი იტამასა.
gogita
14:33 10-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული