ლეგიონი: და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი ორი დარ­ჩა

AutoSharing Option
სა­ფრა­ნ­გე­თის სა­რაგ­ბო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ელი­ტურ, პირ­ველ დი­ვი­ზი­ონ­ში მე­სა­მე ტუ­რის შეხ­ვედ­რე­ბის შემ­დეგ და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი ორი გუნ­დი დარ­ჩა და ორი­ვე ქარ­თ­ვე­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბი­საა. ესე­ნია: "კლერ­მო­ნი" და "ტუ­ლუ­ზი".

და­ვით ზი­რა­ქაშ­ვი­ლი­სა და ვიქ­ტორ კო­ლე­ლიშ­ვი­ლის "კლერ­მონ­მა" სტუმ­რად ითა­მა­შა ოიონაქ­ს­თან და სო­ლი­დუ­რი სხვა­ო­ბით, 41:24 გა­ი­მარ­ჯ­ვა. "ვულ­კა­ნებ­ი" ლი­დე­რე­ბის არ­ყოფ­ნა­ში, რომ­ლე­ბიც სხ­ვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის ნაკ­რე­ბებ­ში მსოფ­ლი­ოს თა­სის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბი­ან, შე­სა­ნიშ­ნა­ვად ას­პა­რე­ზო­ბენ და ქუ­ლა­თა მაქ­სი­მუ­მი აიღეს. კლერ­მო­ნე­ლებ­მა სა­მი­ვე მატ­ჩი პრე­მი­ა­ლუ­რი ქუ­ლით მო­ი­გეს და ახ­ლა 15 ქუ­ლით ლი­დე­რო­ბენ გა­თა­მა­შე­ბას.

ზი­რა­ქაშ­ვი­ლი და კო­ლე­ლიშ­ვი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­თან ერ­თად ინ­გ­ლის­ში არი­ან საწ­ვ­რ­თ­ნელ შეკ­რე­ბა­ზე.

"კლე­რმონს" კვალ­ში უდ­გას ვა­სილ კა­კო­ვი­ნის "ტუ­ლუ­ზი",
რო­მელ­მაც შინ და­ა­მარ­ცხა "კას­ტ­რი" - 37:20. ცხა­დია, ფრან­გუ­ლი რაგ­ბის გრანდს, "ვულ­კა­ნე­ბის" მსგავ­სად, წამ­ყვ­ანი მო­თა­მა­შე­ე­ბი უხ­ვად აკ­ლია, მაგ­რამ შარ­შან­დე­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, წლე­ულს ბრწყინ­ვა­ლე სტარ­ტი აიღო.

კა­კო­ვინ­მა ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ითა­მა­შა და 63-ე წუთ­ზე შეც­ვა­ლეს.

უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი და უმ­ძი­მე­სი გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვა სტუმ­რად "ბორ­დოს­თან" მი­ხე­ილ ნა­რი­აშ­ვი­ლის "მონ­პე­ლი­ემ" - 24:22. მას­პინ­ძ­ლებ­მა რამ­დენ­ჯერ­მე შეძ­ლეს ან­გა­რიშ­ში და­წი­ნა­უ­რე­ბა, თუმ­ცა ჩვე­ნე­ბუ­რის გუნ­დ­მა მა­ინც შეძ­ლო მე­ტო­ქის წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის სა­ბო­ლო­ოდ დაძ­ლე­ვა.

ნარიაშვილი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშია.

პირველი მარცხი განიცადა დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგმა". პარიზელებმა სტუმრად წააგეს გიორგი თეთრაშვილისა და თამაზ მჭედლიძის "აჟენთან" - 18:30. თამაში ძალზე დაძაბული გამოდგა. მატჩის არბიტრმა ოთხი მორაგბე სინბინში გაუშვა, ერთს კი წითელი ბარათი უჩვენა.

ხინჩაგიშვილი თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო, თეთრაშვილი მოედანზე თერთმეტი წუთის შემდეგ გამოჩნდა, მჭედლიშვილი საქართველოს ნაკრებშია.

პირველი გამარჯვება მოიპოვა მამუკა გორგოძის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონის" ვარსკვლავურმა გუნდმა, რომელმაც ყველასთვის "მოულოდნელად", სტუმრად დაამარცხა საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი, ზურაბ ჟვანიას, დავით ქუბრიაშვილისა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსე" - 20:13.

ამ ექვსეულიდან ხუთი ამჟამად საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული და მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის ემზადება. მელიქიძე თადარიგში იყო და მოედანზე არ გამოჩენილა.

ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელმა" შინ დაამარცხა გოდერძი შველიძის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ჟღენტის "ბრივი" - 21:18. ყაულაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, შველიძე და ჟღენტი განაცხადში არ იყვნენ, ასეიშვილი საქრთველოს ნაკრებშია.

გიორგი ნაცარაშვილის "პომ", რომელიც პირველი დივიზიონის დებიუტანტია, სტუმრად წააგო "გრენობლთან" - 41:15. ნაცარაშვილი განაცხადში არ იყო.

I დივიზიონი
III ტური
ოიონაქსი-კლერმონი 21:41, ლა როშელი-ბრივი 21:18, გრენობლი-პო 41:15, აჟენი-მეტრო რასინგი 30:18, ტულუზი-კასტრი 37:20, ბორდო-მონპელიე 22:24, სტად ფრანსე-ტულონი 13:20

სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 15 ქულა, 2. ტულუზი - 12, 3. გრენობლი - 10, 4. მონპელიე - 9, 5. მეტრო რასინგი - 8, 6. კასტრი - 6, 7. ბრივი - 5, 8. ტულონი - 5, 9. ოიონაქსი - 5, 10. ბორდო - 5, 11. ლა როშელი - 5, 12. სტად ფრანსე - 4, 13. აჟენი - 4, 14. პო - 4.

IV ტური
კასტრი-ოიონაქსი, ტულონი-ლა როშელი, მეტრო რასინგი-გრენობლი, მონპელიე-სტად ფრანსე, კლერმონი-ბორდო, ბრივი-აჟენი, პო-ტულუზი.

* * *
მეორე დივიზიონში სამი ტურის შემდეგ ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან დაუმარცხებლად მხოლოდ ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკი" ასპარეზობს. ამ გუნდის გასვლითი მატჩი "მონტობანთან" გადაიდო.

პირველი მარცხი განიცადა ლაშა ლომიძის "ბეზიემ". ლანგედოკელებმა შინ წააგეს ერთპიროვნულ ლიდერ "ლიონთან", რომელმაც პირველი დივიზიონი წლეულს დატოვა. ლომიძე ეროვნულ ნაკრებშია.

ელიზბარ ყუფარაძის "დაქსმა" წლევანდელ სეზონში პირველად მოიგო. დაქსელებმა შინ მოუგეს ანტონ ფეიქრიშვილის "ბაიონს" - 31:28.

ყუფარაძე თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო, ფეიქრიშვილი მოედანზე ოთხი წუთის მერე გამოჩნდა.

ბექა შეყლაშვილისა და ვახტანგ მაისურაძის "ალბიმ" სტუმრად დაამარცხა ბასკური "ბიარიცი" - 20:9. მაისურაძემ სრულად ითამაშა, შეყლაშვილი 51-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგი მჭედლიშვილისა და დიმიტრი ბასილაიას "პერპინიანმა" შინ დაამარცხა "მონ დე მარსანი" - 14:9. მჭედლიშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ბასილაია მოედანზე 69-ე წუთიდან გამოჩნდა. კატალონიელებმა ორი თამაშიდან ორივე მოიგეს, ერთი კი თადარიგში აქვთ. "პერპინიანს" რვა ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. ის ელიტურ, პირველ დივიზიონში გადაბარგების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია "ლიონთან" ერთად.

გიორგი ნემსაძის, კახაბერ კობერიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" შინ დაამარცხა გიორგი ზაქაშვილის "ექსი" - 28:10. ზაქაშვილი 41-ე წუთზე შეცვალეს, მირცხულავა თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო, კობერიძე მოედანზე 12 წუთის შემდეგ გამოჩნდა, ნემსაძე საქართველოს ნაკრებშია.

II დივიზიონი
III ტური
ბეზიე-ლიონი 23:28, პერპინიანი-მონ დე მარსანი 14:9, ბიარიცი-ალბი 9:20, კოლომიე-კარკასონი 31:9, ნარბონი-ბურგუენი 18:13, ტარბი-ექსი 28:10, დაქსი-ბაიონი 31:28, მონტობანი-ორიაკი (გადაიდო).

სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 12 ქულა, 2. ორიაკი - 9, 3. ბეზიე - 9, 4. ბაიონი - 9, 5. ალბი - 9, 6. კოლომიე - 9, 7. პერპინიანი - 8, 8. ნარბონი - 8, 9. ტარბი - 5, 10. მონტობანი - 5, 11. დაქსი - 4, 12. კარკასონი - 4, 13. ბურგუენი - 2, 14. მონ დე მარსანი - 2, 15. ბიარცი - 1, 16. ექსი - 0.

IV ტური
ალბი-პერპინიანი, ექსი-ბიარიცი, ორიაკი-ტარბი, ბეზიე-ნარბონი, ლიონი-მონტობანი, მონ დე მარსანი-კოლომიე, კარკასონი-დაქსი, ბაიონი-ბურგუენი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული