რაგბი. ლეგიონი: ზოგმა ჩემპიონთა თასი მეორე ტურიდან დაიწყო

AutoSharing Option
ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ჯგუფური ტურნირის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. ფრანგული კლუბების უმრავლესობამ კი წლეულს ამ ტურნირში პირველი მატჩები გამართა.

ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა ექვსი გუნდია. აქედან ერთი შოტლანდიურია.

A ჯგუფში პირველი შეხვედრა გამართა ქართველი შერკინების ბურჯის, ვასილ კაკოვინის "ტულუზმა", რომელმაც შინ ფრანგული "ოიონაქსი" მიიღო და 24:18 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი სტუმრებმა 6:3 მოიგეს. ტულუზელებმა გარდატეხა მეორე ტაიმის დასაწყიში შეიტანეს.

კაკოვინი ძირითად შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს.

ამავე ჯგუფში ინგლისურმა "სარასენზმა" მეორე გამარჯვება მოიპოვა. თბილისის "ლელოსთან" დაძმობილებულმა გუნდმა
სტუმრად დაამარცხა ირლანდიური "ალსტერი" - 27:9.

B ჯგუფში პირველი მატჩი გამართა დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა", რომელმაც საკუთარ მოედანზე უელსური "ოსფრიზი" დაამარცხა - 34:29. მატჩი უხვლელოიანი გამოდგა. გუნდებმა ჯამში რვა ლელო გაიტანეს. "ვულკანებმა" პირველი ტაიმი ჩვიდმეტი ქულით მოიგეს, მაგრამ სტუმრებმა შესვენების შემდეგ მატჩის გადარჩენისთვის ყველა ღონე იხმარეს, თუმცა უშედეგოდ.

ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს, კოლელიშვილი თამაშში ექვსი წუთის შემდეგ ჩაერთო.

ამავე ჯგუფში ინგლისურმა "ექსეტერმა" შინ დაამარცხა ფრანგული "ბორდო" - 34:29.

C ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდია: "გლაზგო ვორიორსი" და "მეტრო რასინგი". შალვა მამუკაშვილის შოტლანდიურმა კლუბმა ინგლისურ "ნორსჰემპთონს" უმასპინძლა და 15:26 წააგო. ქართველი შერკინების კვაჭი მოედანზე მე-8 წუთიდან გამოჩნდა.

დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგმა" სტუმრად შეძლო უელსური "ჰლანეჰლის" დამარცხება - 29:12. ქართველ შერკინების ბურჯს არ უთამაშია.

E ჯგუფში პირველი მატჩი გამართა მამუკა გორგოძის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა". ჩემპიონთა თასის ამჟამინდელი მფლობელი მოულოდნელად სტუმრად დიდი ანგარიშით დამარცხდა ინგლისურ "ვოსფსთან" - 6:32. ჩილაჩავა თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო, ათ წუთში მოედანზე მიქაუტაძეც გამოჩნდა, 59-ე წუთზე შეცვლაზე გორგოძეც შევიდა, მაგრამ "ტულონმა" მატჩის გადარჩენა მაინც ვერ შეძლო.

ამავე ჯგუფში ინგლისურმა "ბასმა" შინ დაამარცხა ირლანდიური "ლენსტერი" - 19:16.

ჩემპიონთა თასი
A ჯგუფი
ალსტერი-სარასენზი 9:27, ტულუზი-ოიონაქსი 24:18

სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 9 ქულა, 2. ტულუზი - 4, 3. ოიონაქსი - 1, 4. ალსტერი - 0

II ტური
ალსტერი-ტულუზი, ოიონაქსი-სარასენზი

B ჯგუფი
ექსეტერი-ბორდო 34:19, კლერმონი-ოსფრიზი 34:29

სატურნირო მდგომარეობა
1. ოსფრიზი - 6 ქულა, 2. კლერმონი - 5, 3. ექსეტერი - 5, 4. ბორდო - 0.

II ტური
ექსეტერი-კლერმონი, ოსფრიზი-ბორდო

C ჯგუფი
გლაზგო-ნორსჰემპთონი 15:26, ჰლანეჰლი-მეტრო რასინგი 12:29

სატურნირო მდგომარეობა
1. ნორსჰემპთონი - 8 ქულა, 2. მეტრო რასინგი - 5, 3. ჰლანეჰლი - 1, 4. გლაზგო - 0

II ტური
გლაზგო-ჰლანეჰლი, მეტრო რასინგი-ნორსჰემპთონი

D ჯგუფი
ბენეტონი-ლესტერი 3:36, სტად ფრანსე-მანსტერი (გადაიდო)

სატურნირო მდგომარეობა
1. ლესტერი - 10 ქულა, 2. მანსტერი - 5, 3. სტად ფრანსე - 0, 4. ბენეტონი - 0.

II ტური
ბენეტონი-სტად ფრანსე, მანსტერი-ლესტერი

E ჯგუფი
ბასი-ლენსტერი 19:16, ვოსფსი-ტულონი 32:6

სატურნირო მდგომარეობა
1. ვოსფსი - 9 ქულა, 2. ბასი - 4, 3. ლენსტერი - 1, 4. ტულონი - 0.

II ტური
ტულონი-ლენსტერი, ვოსფსი-ბასი

* * *
ჩელენჯ კაპის გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა შვიდი გუნდია. ამათგან ხუთი ფრანგულია, თითო-თითო კი - რუსული და ინგლისური.

A ჯგუფში ორი "ქართული გუნდია". გოდერძი შველიძის, გიორგი ჟღენტისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივმა" სტუმრად წააგო ირლანდიურ "ქონოთთან" - 17:21. შველიძე და ჟღენტი თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთნენ, ასეიშვილს არ უთამაშია.

დავით კაჭარავას "ენისეიმ", რომელიც ამ ტურნირის დებიუტანტია, სტუმრად ითამაშა ინგლისში "ნიუკასლთან" და 7:55 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების შუამარბმა თავიდან ბოლომდე ითამაშა.

B ჯგუფში ასპარეზობს გიორგი ნაცარაშვილის "პო", რომელმაც პირველი მატჩი გამართა სტუმრად ინგლისურ "სეილ შარქსთან" და 20:29 დამარცხდა. ნაცარაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს.
ამავე ჯგუფში ფრანგულმა "კასტრმა" შინ მოუგო უელსურ "ნიუპორტს" - 32:29.

C ჯგუფში მოასპარეზე მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" შინ მიიღო იტალიური "კალვიზანო" და მშრალი ანგარიშით - 64:0 დაამარცხა. ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს.

ამავე ჯგუფში უელსური "კარდიფ ბლუზი" შინ დამარცხდა ინგლისურ "ჰარლიქვინზთან" - 20:32.

D ჯგუფში მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა ორი გუნდიდან ორივე დამარცხდა. ლექსო ყაულაშვილისა და გაგი ბაზაძის "ლა როშელმა" შინ წააგო ინგლისურ "გლოსტერთან" - 20:33. ბაზაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს, ყაულაშვილს არ უთამაშია.

ჯაბა ბრეგვაძის "ვორსტერი" კი სტუმრად დამარცხა იტალიურ "ზებრესთან" - 8:27. ბრეგვაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.

E ჯგუფში მოასპარეზე თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენმა" შინ წააგო შოტლანდიურ "ედინბურგთან" - 6:27. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

ჩელენჯ კაპი
A ჯგუფი
ქონოთი-ბრივი 21:17, ნიუკასლი-ენისეი 55:7

სატურნირო მდგომარეობა
1. ქონოთი - 9 ქულა, 2. ნიუკასლი - 6, 3. ბრივი - 5, 4. ენისეი - 0.

II ტური
ქონოთი-ნიუკასლი, ენისეი-ბრივი

B ჯგუფი
სეილ შარქსი-პო 29:20, კასტრი-ნიუპორტი 32:29

სატურნირო მდგომარეობა
1. ნიუპორტი - 6 ქულა, 2. კასტრი - 5, 3. სეილ შარქსი - 5, 4. პო - 0.

II ჯგუფი
ნიუპორტი-პო, კასტრი-სეილ შარქსი

C ჯგუფი
კარდიფი-ჰარლიქვინზი 20:32, მონპელიე-კალვიზანო 64:0

სატურნირო მდგომარეობა

1. ჰარლიქვინზი - 10 ქულა, 2. მონპელიე - 5, 3. კარდიფი - 5, 4. კალვიზანო - 0

II ტური
კარდიფი-მონპელიე, კალვიზანო-ჰარლიქვინზი

D ჯგუფი
ლა როშელი-გლოსტერი 20:33, ზებრე-ვორსტერი 27:8

სატურნირო მდგომარეობა
1. გლოსტერი - 8 ქულა, 2. ზებრე - 4, 3. ვორსტერი - 4, 4. ლა როშელი - 0.

II ტური
ვორსტერი-გლოსტერი, ლა როშელი-ზებრე

E ჯგუფი
აჟენი-ედინბურგი 6:27, გრენობლი-ლონდონ აირიში 27:20

სატურნირო მდგომარეობა
1. ედინბურგი - 8 ქულა, 2. ლონდონ აირიში - 6, 3. გრენობლი - 4, 4. აჟენი - 0.

II ტური
აჟენი-გრენობლი, ლონდონ აირიში-ედინბურგი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული