მძიმედ დაშავებულ დავით ზირაქაშვილს ექიმებმა წინამხრის მოტეხილობა დაუდგინეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი შერკინების ბურჯი და ფრანგული "კლერმონის" ლიდერი დავით ზირაქაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის განვლილი ტურის მატჩში "ბრივის" წინააღმდეგ მძიმედ დაშავდა.

ექიმებმა მას წინამხრის მოტეხილობა დაუდგინეს და, სავარაუდოდ, ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. შესაბამისად, ქართველი პირველხაზელი ოთხ ან ხუთ თვეს ვერ ითამაშებს.

"კლერმონმა" უკვე დაიწყო ეგრეთ წოდებული სამედიცინო ჯოკერის მოძიება, რომელიც ზირაქაშვილს სეზონის დარჩენილ პერიოდში შეცვლის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სულ მხარი აწუხებს ჩვენს ბურჯს რაც თავი მახსოვს
irakli arqania
17:02 09-12-2015
0
დავით,საწყენია,გისურვებტ გამოჯამრთელებას.
პაატა
13:41 09-12-2015
0

სიახლეები პოპულარული