ვიქტორ კოლელიშვილი "ლიონში" ბრუნდება?

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში დამაჯერებლად ლიდერობს ზაზა ნავროზაშვილის "ლიონი". ამ გუნდის მესვეურები ელიტაში დასაბრუნებლად აქედანვე ემზადებიან და სასურველ მორაგბეებზე "ნადირობა" უკვე დაიწყეს.

მათ შორისაა საქართველოს ნაკრებისა და "კლერმონის" მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი, რომელიც ამ გუნდის ღირსებას ორი წლის წინათ უკვე იცავდა კიდეც.

ლიონელებს მისი თავდადებული თამაში დღემდე ახსოვთ და "ვიტოს" უკან დაბრუნება სურთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული