რაგბი. ლეგიონი: PRO D2-ში ხუთი ქართული გუნდი ლიდერობს

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პირველი წრის დასრულებამდეც ბევრი დარჩა, პირველი ადგილის ყველაზე რეალური კანდიდატი უკვე გამოიკვეთა.

ზაზა ნავროზაშვილის "ლიონმა", რომელიც მეორეადგილოსან "ბაიონს" 10 ქულით უსწრებს, მომავალი სეზონისთვის პირველ დივიზიონში სათამაშოდ მზადება უკვე დაიწყო. ლიონელებმა თავიანთთვის სასურველი მორაგბეების სიაც მოინიშნეს, რომელშიც საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილიც შედის. "ვიტო", რომელიც ახლა პირველი დივიზიონის "კლერმონის" ღირსებას იცავს, ერთი სეზონი ამ გუნდში თამაშობდა.

"ლიონმა", რომელსაც 12 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს, როგორც მოსალოდნელი იყო,
სტუმრად ერთ-ერთი აუტსაიდერი, ელიზბარ ყუფარაძის "დაქსი", მართალია, დაძაბულ ბრძოლაში, მაგრამ მაინც დაამარცხა - 33:26.

ლიონი სარაგბო ქალაქი არასდროს ყოფილა, თუმცა ბოლო წლებში აქ ოვალური ბურთით თამაშს სულ უფრო მეტ პატივს სცემენ. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ ევროპის ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ კაპის მიმდინარე გათამაშების ფინალური მატჩები სწორედ ამ ქალაქში გაიმართება.

რეალურად "ლიონს" კონკურენცია შეიძლება ანტონ ფეიქრიშვილის ბასკურმა "ბაიონმა" გაუწიოს, თუმცა, თუ გუნდების შემადგენლობას თვალს გადავავლებთ, ძნელი წარმოსადგენია, ლიდერს რაიმე პრობლემა შეექმნას. ბასკებმა მე-12 ტურში შინ მიიღეს მონტობანი და 27:9 მოუგეს. ფეიქრიშვილი მოედანზე 56-ე წუთიდან გამოჩნდა.

სასიხარულოა, რომ საპლეიოფო ხუთეულში ამ დროისთვის ყველა ქართველი მორაგბეების გუნდებია. 33-33 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს "ორიაკი" და "ბეზიე" იყოფენ. ორივე მათგანში საქართველოს ნაკრების მორაგბეები თამაშობენ.

ლაშა ლომიძის "ბეზიემ" სტუმრად "სახლის გუნდად" შერაცხილ "ალბისთან" ფრეს მიაღწია - 16:16. ლანგედოკურ კლუბს საკმაოდ საინტერესო და დიდი ტრადიცია აქვს. ის ფრანგული რაგბის ერთ-ერთი ლიდერი იყო და უკვე დიდი ხანია პოზიციების დაბრუნებისთვის იბრძვის.

დიდი ისტორია აქვს მერაბ შარიქაძის, ლევან დათუნაშვილისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკსაც". ჩვენებურთა ეს გუნდი მე-12 ტურში სტუმრად დამარცხდა დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის კატალონიურ "პერპინიანთან" - 19:34. კატალონიელები 30 ქულით მე-5 ადგილზე არიან და პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვიან.

PRO D2. XII ტური
დაქსი-ლიონი 26:33
მონ დე მარსანი-ტარბი 21:19
კოლომიე-ნარბონი 19:16
ბურგუენი-ექსი 33:12
ბიარიცი-კარკასონი 44:16
ალბი-ბეზიე 16:16
პერპინიანი-ორიაკი 34:19
ბაიონი-მონტობანი 27:9

ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონი) შეცვლაზე (56 წთ)
ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ზაქაშვილი (ექსი) განაცხადში არ იყო
ლაშა ლომიძე (ბეზიე) შეცვლაზე (60)
ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) შეცვლაზე (60 წთ)
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) ძირითადში (58)
გიორგი შარაშიძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) შეცვლაზე (60 წთ)
გიორგი ნემსაძე (ტარბი) განაცხადში არ იყო
ირაკლი მირცხულავა (ტარბი) განაცხადში არ იყო
კახა კობერიძე (ტარბი) განაცხადში არ იყო
ბექა შეყლაშვილი (ალბი) ძირითადში (56 წთ)
ვახტანგ მაისურაძე (ალბი) განაცხადში არ იყო
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) ძირითადში (57 წთ)
გიორგი მჭედლიშვილი (პერპინიანი) განაცხადში არ იყო
დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი) განაცხადში არ იყო
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) შეცვლაზე (68 წთ)

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ლიონი 12 11 0 1 407-210 49(5)
2. ბაიონი 12 8 1 3 342-269 39(5)
3. ორიაკი 12 7 0 5 334-276 33(5)
4. ბეზიე 12 7 1 4 332-246 33(3)
5. პერპინიანი 12 6 1 5 264-241 30(4)
6. კოლომიე 12 6 2 4 255-252 30(2)
7. ალბი 12 6 1 5 222-233 28(2)
8. ნარბონი 12 5 0 7 264-240 26(5)
9. მარსანი 12 5 0 7 239-254 25(5)
10. ბურგუენი 12 5 0 7 227-256 25(5)
11. ბიარიცი 12 5 0 7 262-239 24(4)
12. მონტობანი 12 5 0 7 223-272 23(3)
13. ტარბი 12 5 0 7 217-269 23(3)
14. კარკასონი 12 5 0 7 211-338 21(1)
15. დაქსი 12 4 0 8 237-301 18(2)
16. ექსი 12 3 0 9 203-342 13(1)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული