მამუკაშვილი თადარიგში იყო და მოედანზე 68-ე წუთიდან გამოჩნდა.
გლაზგოელები შინ წაგებული შეხვედრის შედეგად საგრძნობლად დაშორდნენ საპლეიოფო ზონას, თუმცა იქ თამაშის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ. "გლაზგო" ახლა 27 ქულით მე-8 ადგილზეა.
* * *
ინგლისის ჩემპიონატში ჯაბა ბრეგვაძის "ვორსტერმა" შინ წააგო "ჰარლიქვინზთან" - 20:24 და კიდევ უფრო გაიუარესა სატურნირო მდგომარეობა. ბრეგვაძეს არ უთამაშია.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"