რაგბი. ლეგიონი: "ოქროს ტალანტის" გამოკითხვაში ბექა გორგაძე ლიდერობს

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა.

გათამაშების ლიდერმა, ზაზა ნავროზაშვილის "ლიონმა" წლევანდელ სეზონში მეორედ წააგო, თუმცა უახლოეს მდევარ "ბაიონს" მაინც საგრძნობლად, 11 ქულით უსწრებს.

ლიონელები შინ დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის "პერპინიანმა" დაამარცხა - 20:16. მასპინძლებმა გამარჯვებას ბოლო წუთზე გატანილი ლელოს წყალობით მიაღწიეს. ქართველთაგან ამ შეხვედრაში არავის უთამაშია. ბასილაიამ ხელის თითი სერიოზულად დაიშავა, იმდენად, რომ რკინის ჩადგმა გახდა საჭირო.

სასიხარულო მოვლენაა, რომ "მონ დე მარსანის" რიგებში რეგულარულად დაიწყო თამაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მესამეხაზელმა ბექა გორგაძემ. ჩვენებურის გუნდმა
შინ დაამარცხა აუტსაიდერი, გიორგი ზაქაშვილის "ექსი" - 20:18. გორგაძემ სრულად ითამაშა.

"მონ დე მარსანის" ვებგვერდზე მიმდინარეობს გამოკითხვა გუნდში წლეულს გამოჩენილი "ოქროს ტალანტის" ნომინაციასთან დაკავშირებით. ნომინანტი ორია, ჩვენი ბექა გორგაძე და ფიჯელი ადრიუ დელაი. ჯერჯერობით გამოკითხვაში ქართველი მორაგბე ლიდერობს.

მე-14 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის პირველი ხუთი, საპლეიოფო საფეხური ქართველ მორაგბეთა გუნდებს უკავია. ესენია: "ლიონი", "ბაიონი", "ორიაკი", "ბეზიე" და "პერპინიანი".

PRO D2. XIVტური
ბეზიე-მონტობანი 38:17
ბაიონი-ორიაკი 13:12
ბურგუენი-ბიარიცი 21:14
კოლომიე-ტარბი 19:16
მონ დე მარსანი-ექსი 20:18
ნარბონი-კარკასონი 15:12
ალბი-დაქსი 33:14
პერპინიანი-ლიონი 20:16

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ (პ)
1. ლიონი 14 12 0 2 468-237 55(7)
2. ბაიონი 14 9 1 4 370-298 44(6)
3. ბეზიე 14 9 1 4 397-285 42(4)
4. ორიაკი 14 8 0 6 361-302 38(6)
5. პერპინიანი 14 7 1 6 306-284 35(5)
6. კოლომიე 14 7 2 5 281-313 34(2)
7. ალბი 14 7 1 6 268-262 33(3)
8. ნარბონი 14 6 0 8 289-286 30(6)
9. მონ დე მარს. 14 6 0 8 271-294 29(5)
10. ბურგუენი 14 6 0 8 261-295 29(5)
11. ტარბი 14 6 0 8 255-301 28(4)
12. მონტობანი 14 6 0 8 274-330 27(3)
13. კარკასონი 14 6 0 8 245-365 26(2)
14. ბიარიცი 14 5 0 9 289-282 24(4)
15. დაქსი 14 5 0 9 276-347 22(2)
16. ექსი 14 4 0 10 191-310 18(2)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
rac gakvirdebit upro cotas wrts ragbze bevri daweret imdenis aitereso ram moxda ragbshi daweret am yvelaperze..archevnebs ar vgulixsmon..pro d2 ese mokle mimoxilva sheizleba umeteso nakrebis bichebi namd tamashoben vrlad daweret
lasha
13:04 11-01-2016
0

სიახლეები პოპულარული