ვიქტორ კოლელიშვილი მსაჯზე თავდასხმისთვის დაისაჯა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "კლერმონის" მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი 14-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ინციდენტი გასულ უქმეებზე, ევროპის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მატჩისას მოხდა. "კლერმონისა" და უელსური "ოსფრიზის" დაპირისპირებისას კოლელიშვილმა მსაჯს ხელი ჰკრა.

მატჩის ოფიციალურ პირზე თავდასხმა კი სადისციპლინო კოდექსით მკაცრად ისჯება. ფრანგულ მედიაში ვარაუდობდნენ, რომ "ვიტოს" 24 კვირით დასჯიდნენ, მაგრამ სადისციპლინო კომისია უფრო მოწყალე გამოდგა და ის 14-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ამდენად, კოლელიშვილი 25 აპრილამდე ვერ ითამაშებს. კლუბში ის ცხრა, ხოლო
ეროვნულ ნაკრებში ხუთივე შეხვედრას გამოტოვებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან ცუდია რა არ შეიძლება ასე, თავის თავს ხო ვნებს და საქართველოს ნაკრებს და გუნდსაც ცუდ დღეში აყენებს, მესმის თამაშის დროს ძნელია ნერვების გაკონტროლება მაგრამ აუცილებელი.
Temo
16:19 21-01-2016
1
ძალიან უხეში მოთამაშეა და ეტყობა შიგადაშიგ კონტროლს კარგავს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული