საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-15 ტურის მატჩები გაიმართა. ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან სატურნირო ცხრილის სათავეში ოთხი მოექცა. ოთხივე მათგანს რეალურად ძალუძს, ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს.
მას შემდეგ, რაც დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგში" ახალზელანდიელი მგეზავი დენ კარტერი ჩაირიცხა, პარიზული გუნდი სულ სხვაგვარად ათამაშდა. ერთი შეხედვით, მისი მძლეველი ამჟამად არავინ ჩანს. შედეგმაც არ დააყოვნა. ჩვენებურის გუნდი ელიტარული დივიზიონის ლიდერია და პირველობა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.
აღსანიშნავია, რომ "მეტრო რასინგში" სერიოზული ინვესტიციაა ჩადებული და ეს გუნდი მომავალ
მე-15 ტურში "მეტრო რასინგმა" სტუმრად ითამაშა "გრენობლთან", რომელიც შინ თითქმის დაუმარცხებელია და დაძაბულ ბრძოლაში 39:35 მოუგო. პარიზელები 66-ე წუთისთვის 24:35 აგებდნენ, მაგრამ დასკვნით 14 წუთში ორი ლელოს გატანა და გამარჯვება მოახერხეს. ხინჩაგიშვილი თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო და გუნდის წარმატებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო.
გამარჯვება იზეიმა ქართველების გუნდმა "ტულონმა", რომელმაც სტუმრად "ოიოინაქს" ანგარიშით 44:13 სძლია. ტულონელთა გუნდში სადებიუტო ლელო გაიტანა ირაკლი ნატრიაშვილმა. ძირითად შემადგენლობაში იყო ლევან ჩილაჩავა, ხოლო მამუკა გორგოძესა და კონსტანტინე მიქაუტაძეს არ უთამაშიათ.
შეიძლება ითქვას, რომ კრიზისი დასძლია დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა", რომელმაც ასევე სტუმრად შეძლო "კასტრის" დამარცხება - 28:17. "ვულკანებმა" ამ გამარჯვებით, ფაქტობრივად, გზიდან ერთ-ერთი კონკურენტი ჩამოიცილეს და ლიდერთა ოთხეულში დაბრუნდნენ.
ზირაქაშვილი ტრავმირებულია, კოლელიშვილს დისკავალიფიკაცია აქვს.
სტუმრად, გაგი ბაზაძისა და ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელთან" დამარცხდა ლიდერთა შორის მყოფი ვასილ კაკოვინის "ტულუზი" - 8:28. ფრანგული რაგბის ეს გრანდი არასტაბილურობით "დაავადდა", რაც მას ჩვეული ადგილის, ლიდერის პოზიციის დაბრუნებაში ხელს უშლის.
კაკოვინი ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს.
ნელ-ნელა დააღწია სახიფათო ზონას თავი ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსემ". ამ პარიზულმა გუნდმა შინ დაამარცხა კარლენ ასეიშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის "ბრივი" - 32:17. ქართველთაგან მელიქიძესა და შველიძეს არ უთამაშიათ.
პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის მიხეილ ნარიაშვილისა და დავით ქუბრიაშვილის "მონპელიე", რომელიც მოულოდნელად დამარცხდა შინ "პოსთან" - 16:19. ნარიაშვილი 70-ე წუთზე შეცვალეს, ქუბრიაშვილმა სრულად ითამაშა.
მეორე დივიზიონში ისევ დამაჯერებლად ლიდერობს ზაზა ნავროზაშვილის "ლიონი", რომელიც უახლოეს მდევარს, ანტონ ფეიქრიშვილის "ბაიონს" 17 ქულით უსწრებს. სავარაუდოდ, ლიონელებს პირველობას ვერავინ შეეცილება.
TOP 14. XV ტური
სტად ფრანსე-ბრივი 32:17
კასტრი-კლერმონი 17:28
მონპელიე-პო 16:19
ბორდო-აჟენი 24:19
გრენობლი-რასინგი 35:39
ლა როშელი-ტულუზი 28:8
ოიონაქსი-ტულონი 13:44
ქართველი ლეგიონერები
დავით ხინჩაგიშვილი (რასინგი) შეცვლაზე (50 წთ)
გიორგი ნაცარაშვილი (პო) განაცხადში არ იყო
მამუკა გორგოძე (ტულონი) ტრავმირებულია
ირაკლი ნატრიაშვილი (ტულონი) შცვლაზე (60 წთ) ლ
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) ძირითადში (50 წთ)
კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი) განაცხადში არ იყო
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) ძირითადში (62 წთ)
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) განაცხადში არ იყო
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (70 წთ)
გაგი ბაზაძე (ლა როშელი) ძირითადში (62 წთ)
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) განაცხადში არ იყო
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) შეცვლაზე (64 წთ)
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) ძირითადში
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) ძირითადში (53 წთ)
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) შეცვლაზე (4 წთ)
გიორგი ჟღენტი (ბრივი) შეცვლაზე (48 წთ)
გოდერძი შველიძე (ბრივი) განაცხადში არ იყო
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) ტრავმირებულია
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) დისკვალიფიკაცია
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. რასინგი 14 11 1 2 +49 48(2)
2. ტულონი 15 9 0 6 +175 46(10)
3. ტულუზი 14 9 0 5 +167 43(7)
4. კლერმონი 14 8 1 5 +117 43(9)
5. ბორდო 15 9 1 5 +30 41(3)
6. მონპელიე 14 8 0 6 +11 37(5)
7. ბრივი 14 8 0 6 +26 36(4)
8. კასტრი 14 7 0 7 +10 33(5)
9. ლა როშელი 14 6 0 8 -17 30(6)
10. გრენობლი 14 6 0 8 -24 29(5)
11. სტად ფრანსე 14 6 0 8 -25 26(2)
12. პო 14 5 1 8 -160 24(2)
13. ოიონაქსი 14 3 0 11 -222 14(2)
14. აჟენი 14 2 0 12 -137 11(3)
PRO D2. XIX ტური
ბურგუენი-ბაიონი 18:20
ალბი-კოლომიე 18:17
დაქსი-მონტობანი 21:17
ორიაკი-ნარბონი 45:7
კარკასონი-ბეზიე 18:17
ლიონი-ექსი 36:12
ტარბი-მარსანი 33:13
ბიარიცი-პერპინიანი 27:21
ქართველი ლეგიონერები
ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონი) შეცვლაზე (53 წთ)
ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ზაქაშვილი (ექსი) შეცვლაზე (55 წთ)
ლაშა ლომიძე (ბეზიე) განაცხადში არ იყო
ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) ძირითადში (61 წთ)
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) ძირითადში (40 წთ)
გიორგი შარაშიძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) განაცხადში არ იყო
გიორგი ნემსაძე (ტარბი) შეცვლაზე (57 წთ)
ირაკლი მირცხულავა (ტარბი) შეცვლაზე (51 წთ)
კახა კობერიძე (ტარბი) განაცხადში არ იყო
ბექა შეყლაშვილი (ალბი) შეცვლაზე (48 წთ)
ვახტანგ მაისურაძე (ალბი) განაცხადში არ იყო
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) განაცხადში არ იყო
გიორგი მჭედლიშვილი (პერპინიანი) განაცხადში არ იყო
დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი) შეცვლაზე (67 წთ)
ტარიელ რატიანიძე (ნარბონი) განაცხადში არ იყო
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) განაცხადში არ იყო.
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ლიონი 19 17 0 2 +316 77(9)
2. ბაიონი 19 13 1 5 +77 60(6)
3. ბეზიე 19 12 1 6 +115 55(5)
4. ორიაკი 19 11 0 8 +93 51(7)
5. კოლომიე 19 10 2 7 -10 49(5)
6. ალბი 19 10 1 8 +11 45(3)
7. პერპინიანი 19 9 1 9 +6 44(6)
8. ნარბონი 19 9 0 10 -31 42(6)
9. ბურგუენი 19 7 0 12 -42 37(9)
10. მონტობანი 19 8 0 11 -58 37(5)
11. მარსანი 19 8 0 11 -73 37(5)
12. კარკასონი 19 8 0 11 -137 36(4)
13. ბიარიცი 19 7 0 12 +10 33(5)
14. ტარბი 19 8 0 11 -31 31(7)
15. დაქსი 19 6 0 13 -104 28(4)
16. ექსი 19 6 0 13 -162 26(2)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"