10:55 08-03-2016
რაგბი. ლეგიონი: დათუნაშვილის ლელოს ფეიქრიშვილმა ლელოთი უპასუხა [VIDEO]
AutoSharing Option
ამ შეხვედრაში თეთრაშვილის დებიუტი შედგა ელიტაში. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს. სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების გარემარბმა თამაზ მჭედლიძემ, რომელიც 65-ე წუთზე გაასინბინეს. ასევე ძირითად შემადგენლობაში იდგა პარიზელთა გუნდში ხინჩაგიშვილი.
ტრავმა მოიშუშა და ისევ "ტულონის" ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა მამუკა გორგოძე. მასთან ერთად, სტუმრად "ლა როშელის" წინააღმდეგ ძირითად გუნდში ითამაშეს ლევან ჩილაჩავამ და კონსტანტინე მიქაუტაძემ. ტულონელებმა მოულოდნელად მარცხი იწვნიეს - 14:19 და მესამე საფეხურამდე დაქვეითდნენ.
"კლერმონმა" მცირე კრიზისი დაძლია და ახლა თამაშს თამაშზე იგებს. დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის არყოფნაში "ვულკანებმა" სტუმრად "გრენობლს" შანსი არ დაუტოვეს.
დაძაბული გამოდგა კარლენ ასეიშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის "ბრივის" საშინაო დაპირისპირება ვასილ კაკოვინის "ტულუზთან" - 21:21. მატჩის ბოლო წუთამდე მასპინძლები ანგარიშში წინ იყვნენ, თუმცა ფრანგული რაგბის გრანდმა მაინც შეძლო ანგარიშის გათანაბრება. ასეიშვილი 69-ე წუთზე შეცვალეს, ჟღენტი და შველიძე თამაშში იმავდროულად ჩაერთვნენ, კაკოვინმა მოედანი მე-40 წუთზე დატოვა.
მეორე დივიზიონში ისევ დამაჯერებლად ლიდერობს ზაზა ნავროზაშვილის "ლიონი", რომელიც უახლოეს მდევარს, ანტონ ფეიქრიშვილის "ბაიონს" უკვე 22 ქულით უსწრებს. ამ ბასკურმა გუნდმა სტუმრად ითამაშა ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკთან" და 10:23 დამარცხდა.
დათუნაშვილმა, რომელმაც სრულად ითამაშა, 21-ე წუთზე ლელოთი ანგარიში გახსნა. საპასუხო ლელო სტუმართა გუნდმა 45-ე წუთზე გაიტანა. ბურთი ჩათვლის მოედანში ფეიქრიშვილმა შეიტანა.
აღსანიშნავია, რომ პლეი ოფში გასასვლელად ქართველ მორაგბეთა კიდევ ოთხი გუნდი იბრძვის. ესენია: "ბეზიე", "ორიაკი", "პერპინიანი" და "ალბი".
TOP 14. XVII ტური
გრენობლი-კლერმონი 12:45
ბრივი-ტულუზი 21:21
რასინგი-აჟენი 38:13
პო-სტად ფრანსე 19:12
ბორდო-ოიონაქსი 48:20
მონპელიე-კასტრი 22:19
ლა როშელი-ტულონი 19:14
ქართველი ლეგიონერები:
დავით ხინჩაგიშვილი (რასინგი) ძირითადში (54 წთ)
გიორგი ნაცარაშვილი (პო) განაცხადში არ იყო
მამუკა გორგოძე (ტულონი) ძირითადში
ირაკლი ნატრიაშვილი (ტულონი) თადარიგში
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) ძირითადში (59 წთ)
კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი) ძირითადში (59 წთ)
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) ძირითადში სბ
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) ძირითადში (52 წთ)
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (53 წთ)
გაგი ბაზაძე (ლა როშელი) განაცხადში არ იყო
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) განაცხადში არ იყო
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) შეცვლაზე (54 წთ)
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) ტრავმირებულია
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) ძირითადში (40 წთ)
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) ძირითადში (69 წთ)
გიორგი ჟღენტი (ბრივი) შეცვლაზე (69 წთ)
გოდერძი შველიძე (ბრივი) შეცვლაზე (69 წთ)
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) ტრავმირებულია
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) დისკვალიფიკაცია
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. რასინგი 16 12 1 3 +70 54(4)
2. კლერმონი 16 10 1 5 +178 53(11)
3. ტულონი 17 10 0 7 +199 52(12)
4. ბორდო 17 11 1 5 +70 50(4)
5. ტულუზი 16 9 1 6 +165 46(8)
6. მონპელიე 16 10 0 6 +16 45(5)
7. კასტრი 16 8 0 8 +11 38(6)
8. ბრივი 16 8 1 7 -3 38(4)
9. ლა როშელი 16 7 0 9 -16 35(7)
10. გრენობლი 16 7 0 9 -42 33(5)
11. პო 16 6 1 9 -165 28(2)
12. სტად ფრანსე 16 6 0 10 -47 26(2)
13. აჟენი 16 3 0 13 -158 15(3)
14. ოიონაქსი 16 3 0 13 -278 14(2)
PRO D2. XXI ტური
პერპინიანი-ბეზიე 47:13
ბიარიცი-ტარბი 20:10
დაქსი-ალბი 12:12
ბურგუენი-ნარბონი 23:7
კარკასონი-ლიონი 26:38
კოლომიე-მარსანი 12:12
მონტობანი-ექსი 20:10
ორიაკი-ბაიონი 23:10
ქართველი ლეგიონერები
ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონი) ძირითადში (70 წთ) ლ
ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ზაქაშვილი (ექსი) შეცვლაზე (65 წთ)
ლაშა ლომიძე (ბეზიე) შეცვლაზე (32 წთ)
ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) ძირითადში ლ
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) ტრავმირებულია
გიორგი შარაშიძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) განაცხადში არ იყო
გიორგი ნემსაძე (ტარბი) შეცვლაზე (53 წთ)
ირაკლი მირცხულავა (ტარბი) განაცხადში არ იყო
კახა კობერიძე (ტარბი) განაცხადში არ იყო
ბექა შეყლაშვილი (ალბი) შეცვლაზე (52 წთ)
ვახტანგ მაისურაძე (ალბი) განაცხადში არ იყო
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) შეცვლაზე (75 წთ)
გიორგი მჭედლიშვილი (პერპინიანი) განაცხადში არ იყო
დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი) განაცხადში არ იყო
ტარიელ რატიანიძე (ნარბონი) განაცხადში არ იყო
ასტამურ იოსელიანი (ნარბონი) ძირითადში (48 წთ)
ბექა გორგაძე (მონ დე მასრანი) განაცხადში არ იყო
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ლიონი 21 19 0 2 +363 86(10)
2. ბაიონი 21 14 1 6 +65 64(6)
3. ბეზიე 21 12 1 8 +80 56(6)
4. ორიაკი 21 12 0 9 +71 55(7)
5. პერპინიანი 21 11 1 9 +66 54(8)
6. კოლომიე 21 10 3 8 +9 52(6)
7. ალბი 21 11 2 8 +12 51(3)
8. ნარბონი 21 10 0 11 -45 46(6)
9. მარსანი 21 9 1 11 -62 43(5)
10. მონტობანი 21 9 0 12 -50 42(6)
11. ბიარიცი 21 8 0 13 +21 41(5)
12. ბურგუენი 21 8 0 13 -37 41(9)
13. კარკასონი 21 8 0 13 -75 36(4)
14. დაქსი 21 7 1 13 -98 34(4)
15. ტარბი 21 8 0 13 -42 32(8)
16. ექსი 20 6 0 15 -178 26(2)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ბატ.ბესიკ.ტოპ 14-ის ტურების სრულ მიმოხილვას თუ გააკეთებთ უკეთესი იქნება რაგბის ქართველი გულშემატკივრებისთვის.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული