ჯაბა ბრეგვაძე: ერთა თასზე ვეღარ განვვითარდებით

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის კლუბ "ვუსტერ უორიორსის" ოფიციალურ გვერდზე გუნდის ქართველ მორაგბე ჯაბა ბრეგვაძესთან ინტერვიუ გამოქვეყნდა.

28 წლის ჰუკერმა ერთა თასის მოგება გაიხსენა რუმინეთთან მატჩში:

"ეს იყო დიდებული გამარჯვება. განსაკუთრებული იყო ბოლო მატჩი თბილისში რუმინეთთან, როცა 52 ათასი მაყურებელი დაესწრო თამაშს.

ჩვენ სულ უფრო და უფრო მეტ ფანს ვაგროვებთ თამაშებზე და უკვე ვხედავ, რომ რაგბი საქართველოში ნომერ პირველი სახეობა ხდება.

რუსეთთან მატჩში სკამზე ვიყავი, შემდეგ გამასინბინეს, თუმცა რამდენიმე წუთი თამაში მაინც მომიწია. მეორე თამაშში კი სასტარტოში ვიყავი და 55 წუთი ვითამაშე", -
უთხრა ინგლისში ტრიუმფით დაბრუნებულმა ბრეგვაძემ კლუბის ოფიციალურ საიტს.

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად განიხილება საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობა ექვსი ერის გათამაშებაში. ბრეგვაძემ ამ საკითხზეც ისაუბრა.

"დიდებული იქნება, თუკი ექვს ერზე თამაშის საშუალება მოგვეცემა. იმიტომ, რომ ვეღარ განვვითარდებით ერთა თასზე. გუნდი მხოლოდ მაშინ პროგრესირებს, თუ მასზე უკეთეს გუნდებს ეთამაშება. მაგრამ ჯერ ეს მხოლოდ ზოგადი საუბრები და იმედებია.

ერთა თასს უკვე ძალიან იოლად ვიგებთ. როცა რუმინეთსა და რუსეთს ხვდები, უფრო მეტი შერკინება და მოლია. პრემიერლიგაში ასე არაა, აქ მეტი დინამიკაა".

ბრეგვაძემ "უორიორსში" ბოლოს ნაკრებში გამოძახებამდე ითამაშა შეუცვლელად, როცა მისმა გუნდმა "ნიუკასლი" 15:14 დაამარცხა: "მომენატრა აქ ვარჯიში და თამაში, რადგან ყოველთვის კარგად ვგრძნობ თავს გუნდში. კარგი ურთიერთობა მაქვს მორაგბეებთან და მწვრთნელებთან. "ვუსტერში" თავს ბედნიერად ვგრძნობ", - აცხადებს ჩვენებური.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა ბრეგვაძე "ვუსტერ უორიორსში" 2015 წლიდან თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალია შერკინებები მოძველდა რაგბიში უფრო გაშლილი თამაშია საჭირო რომელიც ერთა ლიგაში ნამდვილად მოიკოჭლებს აი 6 ერი კარგია მაგრამ ჯერ ივნისში გასამართ ამხანაგურ მატჩებზე უნდა ვივაჟკაცოდ და ვძლიოთ ტონგას ფიჯსა და სამუას
misha
19:37 31-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული