რაგბი. ლეგიონი: ქართველები ევროთასების ფინალში

AutoSharing Option
ფოტოზე: ბურთით მიხეილ ნარიაშვილი
ევროთასების გათამაშებაში ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. ჩემპიონთა თასსა და ემლინ ჩელენჯ კაპზე ფინალში თითო ფრანგული გუნდი გავიდა და ორივე ქართველი მორაგბეებისაა.

ყველაზე პრესტიჟულ, ჩემპიონთა თასის გათამაშებაში დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგმა" სტუმრად შეძლო ინგლისური "ლესტერ ტაიგერზის" დამარცხება - 19:16 და ფინალში ასევე ინგლისურ "სარასენზს" დაუპირისპირდება. ხინჩაგიშვილს არ უთამაშია.

ემლინ ჩელენჯ კაპის ფინალიც ფრანგულ-ინგლისურია. მიხეილ ნარიაშვილისა და დავით ქუბრიაშვილის "მონპელიემ" შინ მოუგო უელსის "ნიუპორტს" - 27:12. ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს, ქუბრიაშვილი თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო.

"მონპელიეს"
მეტოქე გადამწყვეტ მატჩში ინგლისური "ჰარლიქვინზი" იქნება. ორივე ტურნირის ფინალი 13 და 14 მაისს ლიონში გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული