A ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო შალვა სუთიაშვილის, ლაშა თავბერიძისა და საბა ქართველიშვილის "ანგულემმა", რომელმაც ბოლო ტურში სტუმრად "ანგლეს" მოუგო - 5:26 და 72 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. სუთიაშვილმა, რომელიც თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო, მე-80 წუთზე ლელო გაიტანა. ჩვენებურთა გუნდი პირდაპირ მეოთხედფინალში გავიდა.
"ანგულემს" შვიდი ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილზე დაასრულა რეგულარული გათამაშება დავით დადუნაშვილის, ხვიჩა
B ჯგუფში საუკეთესო შედეგი ბაჩუკი გუჯარაიძის, ლადო გუნიავასა და ნიკოლოზ კაზალიკაშვილის "ლიმოჟს" აქვს, რომელმაც 58 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. ლომოჟელებს სამი ქულით ჩამორჩა ოთარ ტურაძის "რუენი", რომელმაც ბოლო ტურში სტუმრად მოუგო "ტულეს" - 41:20.
C ჯგუფში ილია კაიკაციშვილისა და თორნიკე ლომიძის "ოში" ერთი ქულით ჩამორჩა პირველ ადგილზე გასულ "ვანს". პლეი ოფში ითამაშებს ასევე მესამეადგილოსანი, გალაქტიონ გაგნიძის "კასტანე".
D ჯგუფში იყოჩაღა ბექა ბიწაძის "შამბერიმ", რომელმაც 64 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. ბოლო ტურში შამბერელებმა შინ "ობენას მოუგეს - 12:0. ბიწაძემ 41-ე წუთზე ლელო გაიტანა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"