რაგბი. ლეგიონი: ანტონ ფეიქრიშვილი ფრანგულ ელიტაში დაბრუნდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში გათამაშება ქართველ მორაგბეთა გუნდების ფინალური მატჩით დასრულდა.

ანტონ ფეიქრიშვილის ბასკურმა "ბაიონმა" ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკს" 21:16 მოუგო და ელიტურ, პირველ დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა.

დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, შარიქაძე 69-ე წუთზე შეცვალეს, ფეიქრიშვილი თამაშში მე-14 წუთიდან ჩაერთო, ხატიაშვილი განაცხადში არ იყო.

შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი საგზური ქართველი მორაგბეების, ზაზა ნავროზაშვილისა და გიორგი ჯავახიას "ლიონმა" ავტომატურად მოიპოვა მეორე დივიზიონში პირველი ადგილის დაკავების გამო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული