საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი 743 ქულით, მერაბ კვირიკაშვილი საკლუბო კარიერას ფრანგულ "გერეტუა კრუზში" გააგრძელებს, რომელიც ფრანგულ ფედერალ 3-ში თამაშობს.
"გერეტუამ" 9 ახალი მორაგბე დაიმატა, მაგრამ ყველაზე ვარსკვლავური სწორედ 33 წლის კვირიკაშვილია.
შეგახსენებთ, რომ მისი ბოლო ფრანგული კლუბი "მონლუსონი" იყო. "ბორჯღალოსანთა" რიგებში მერაბ კვირიკაშვილს 95-ჯერ უთამაშია.
ძალიან შემტკივა გული მეგოზე,დავიჯერო საფრანგეთის ზედა ლიგებში ყველა გუნდს მასზე ძლიერი დამრტყმელი ჰყავს?ან იქნებ მას აღარ აქვს ამბიცია?ფედერალ 3 ეს რაღა უბედურებაა!ბიჭი ნაკრებში თავს აკლავს და დავიჯერო კლუბში არ თამაშობს მთელი ძალით?