რაგბი. ლეგიონი: ახალი ალხაზაშვილია, სხვების დებიუტი გადაიდო

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.

წლეულს აქ ცხრა კლუბში 19 ქართველი მორაგბე იასპარეზებს. ცხადია, მათი უმრავლესობა ჩემპიონატისთვის ბრძოლაში ფავორიტი იქნება. წინ საკმაოდ გრძელი, მარათონული გზაა და ვნახოთ, ამჯერად რომელი იქნება ქვეყნის საუკეთესო კლუბი.

შარშანდელმა ჩემპიონმა "მეტრო რასინგმა", რომელშიც ქართველი შერკინების ბურჯი დავით ხინჩაგიშვილი თამაშობდა, ახალი სეზონი მარცხით დაიწყო. პარიზელები სტუმრად დაუპირისპირდნენ "ბორდოს" და 9:15 წააგეს.

ხინჩაგიშვილმა კლუბი სეზონებს შორის შესვენებაზე დატოვა და "ბაიონში" გადაბარგდა, რომელიც პირველ ტურში შინ მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის
"ტულონს" დაუპირისპირდა და 28:23 მოუგო.

ბასკებმა, რომლებიც ელიტას წლეულს დაუბრუნდნენ, შესანიშნავი სტარტი აიღეს. ამ შეხვედრაში შედგა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ბადრი ალხაზაშვილის დებიუტი, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს. ძირითად შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე დატოვა მოედანი გორგოძემ, ჩილაჩავა თამაშში სამი წუთით ადრე ჩაერთო, ხინჩაგიშვილი 61-ე წუთზე შეცვალეს.

პირველ ტურში ყველაზე დიდი ანგარიშით ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსემ" გაიმარჯვა. პარიზელებმა შინ დაამარცხეს "გრენობლი" - 54:20. მასპინძლებმა მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანეს. თუმცა, ასეთი დიდი ანგარიში მაინც მგეზავ ჟიულ პლისონის კარგი თამაშის შედეგია. მან შვიდი საჯარიმო და ოთხი გარდასახვა გაიტანა (29 ქულა).

ჟვანია თადარიგში იყო და თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო, მელიქიძეს არ უთამაშია.

პირველ ტურში ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა. ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი" საკუთარ მოედანზე დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონს" დაუზავდა - 30:30. მე-60 წუთამდე წინ "ვულკანები" იყვნენ. მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება სწორედ ამ დროს შეძლეს. თუმცა მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ისევ "კლერმონი" ლიდერობდა, მაგრამ ლაროშელელებმა მატჩის გადარჩენა საჯარიმოთი შეძლეს.

კოლელიშვილმა სრულად ითამაშა, ყაულაშვილი 54-ე წუთზე შეცვალეს, ზირაქაშვილმა მასზე 16 წუთით მეტი ითამაშა.

გათამაშების დებიუტანტი, ზაზა ნავროზაშვილისა და გიორგი ჯავახიას "ლიონი" შინ ეთამაშა კარლენ ასეიშვილის, სოსო ბეკოშვილისა და ვასილ ლობჟანიძის "ბრივს". მატჩი ფრედ, 15:15 დასრულდა.

ქართველთაგან მხოლოდ ასეიშვილმა ითამაშა, რომელიც 52-ე წუთზე შეცვალეს.

ფრანგული რაგბის გრანდმა, ვასილ კაკოვინის "ტულუზმა" შინ 20:12 დაამარცხა მიხეილ ნარიაშვილის, დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და გაგი ბაზაძის "მონპელიე". მიქაუტაძემ ახალ კლუბში სრულად ითამაშა, ნარიაშვილი და ქუბრიაშვილი ერთდროულად, 57-ე წუთზე შეცვალეს, ბაზაძე განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა, კაკოვინი განაცხადში არ იყო.

TOP 14. I ტური
ბორდო-მეტრო რასინგი 15:9
კასტრი-პო 28:11
ლა როშელი-კლერმონი 30:30
ლიონი-ბრივი 15:15
სტად ფრანსე-გრენობლი 54:20
ტულუზი-მონპელიე 20:12
ბაიონი-ტულონი 28:23

ქართველი ლეგიონერები
დავით ხინჩაგიშვილი (ბაიონი) ძირითადში (61 წთ)
მამუკა გორგოძე (ტულონი) ძირითადში (57 წთ)
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) შეცვლაზე (54 წთ)
ბადრი ალხაზაშვილი (ტულონი) ძირითადში (40 წთ)
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (57 წთ)
კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე) ძირითადში
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (57 წთ)
გაგი ბაზაძე (მონპელიე) არ უთამაშია
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) შეცვლაზე (54 წთ)
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) შეცვლაზე (59 წთ)
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) განაცხადში არ იყო
სოსო ბეკოშვილი (ბრივი) განცხადში არ იყო
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) ძირითადში (52 წთ)
ვასილ ლობჟანიძე (ბრივი) განაცხადში არ იყო
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) ძირითადში (70 წთ)
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) ძირითადში
ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ჯავახია (ლიონი) განაცხადში არ იყო.

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)

1. სტად ფრანსე 1 1 0 0 54-20 5(1)
2. კასტრი 1 1 0 0 28:11 4(0)
3. ტულუზი 1 1 0 0 20-12 4(0)
4. ბორდო 1 1 0 0 15-9 4(0)
5. ბაიონი 1 1 0 0 28:23 4(0)
6. კლერმონი 1 0 1 0 30-30 2(0)
7. ლა როშელი 1 0 1 0 30-30 2(0)
8. ბრივი 1 0 1 0 15-15 2(0)
9. ლიონი 1 0 1 0 15-15 2(0)
10. ტულონი 1 0 0 1 23:28 1(1)
11. რასინგი 1 0 0 1 9-15 0(0)
12. მონპელიე 0 0 0 1 12-20 0(0)
13 პო 0 0 0 1 11-28 0(0)
14. გრენობლი 0 0 0 1 20-54 0(0)

II ტური
პო-ტულონი
ბაიონი-კასტრი
ბრივი-სტად ფრანსე
გრენობლი-ლა როშელი
რასინგი-ლიონი
ტულუზი-ბორდო
მონპელიე-კლერმონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული