რაგბი. ლეგიონი: მამუკა გორგოძე და კარლენ ასეიშვილი გაასინბინეს

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. ორი თამაშიდან ორივე მოგება მხოლოდ ერთ გუნდს, ფრანგული რაგბის გრანდ "ტულუზს" აქვს.

ვასილ კაკოვინის "ტულუზმა" შინ "ბორდოს" უმასპინძლა და მისი წინააღმდეგობის დაძლევა მხოლოდ მატჩის ბოლო 15 წუთში შეძლო - 22:17. ტულუზელებმა, წინა სეზონებისგან განსხვავებით, სეზონი შესანიშნავად დაიწყეს. ცხადია, საინტერესოა, როდემდე ეყოფა გუნდს ფითილი. კაკოვინი განაცხადში არ იყო.

ჯერაც დაუმარცხებელია და "ტულუზს" კვალში მიჰყვება კარლენ ასეიშვილის, სოსო ბეკოშვილისა და ვასილ ლობჟანიძის "ბრივი", რომელმაც მეორე ტურში შინ ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსეს" მოუგო
- 28:20.

თამაში ძალზე დაძაბული გამოდგა. მატჩის არბიტრმა ხუთი მორაგბე გაასინბინა, აქედან ოთხი ბრიველია, მათ შორის ასეიშვილიც, რომელმაც მოედანი ათი წუთით, 36-ე წუთზე დატოვა. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს. ჟვანიამ პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში წლეულს პირველად ითამაშა და 41-ე წუთზე შეცვალეს. სხვა ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.

მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის "ტულონმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა. ტულონელებმა ამჯერადაც სტუმრად ითამაშეს და "პოს" 22:18 მოუგეს.

ჩილაჩავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 28-ე წუთზე შეცვალეს, გორგოძე მოედანზე 55-ე წუთიდან გამოჩნდა და არბიტრმა მატჩის ბოლო წუთზე გაასინბინა, ალხაზაშვილი განაცხადში არ იყო.

ტურის ცენტრალური შეხვედრა კი მონპელიეში გაიმართა, სადაც მიხეილ ნარიაშვილის, დავით ქუბრიაშვილისა და კონსტანტინე მიქაუტაძის გუნდმა დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონს" უმასპინძლა. "ვულკანებმა" მეტოქე თითქმის ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და 26:22 გაიმარჯვეს.

კოლელიშვილის გარდა, ყველამ ითამაშა, ქუბრიაშვილი დაშავდა და 34-ე წუთზე შეცვალეს, ნარიაშვილმა და მიქაუტაძემ მოედანი 20 წუთის შემდეგ დატოვეს, ზირაქაშვილმა მათზე ერთი წუთით მეტი ითამაშა.

TOP 14. II ტური
პო-ტულონი 18:22
ბაიონი-კასტრი 12:12
ბრივი-სტად ფრანსე 28:20
გრენობლი-ლა როშელი 19:22
რასინგი-ლიონი 29:16
ტულუზი-ბორდო 22:17
მონპელიე-კლერმონი 22:26

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ტულუზი 2 2 0 0 49-29 8(0)
2. კასტრი 2 1 1 0 40-23 6(0)
3. ბრივი 2 1 1 0 43-35 6(0)
4. ბაიონი 2 1 1 0 40-35 6(0)
5. კლერმონი 2 1 1 0 56:52 6(0)
6. ლა როშელი 2 1 1 0 52-29 6(0)
7. სტად ფრანსე 2 1 0 1 74-48 5(1)
8. რასინგი 2 1 0 1 38-31 5(1)
9. ბორდო 2 1 0 1 32-31 5(1)
10. ტულონი 2 1 0 1 45-46 5(1)
11. ლიონი 2 0 1 1 31-45 2(0)
12. პო 2 0 0 2 29-50 1(1)
13 გრენობლი 2 0 0 2 39-76 1(1)
14. მონპელიე 2 0 0 2 42-80 0(0).

TOP 14
დავით ხინჩაგიშვილი (ბაიონი) ძირითადში (59 წთ)
მამუკა გორგოძე (ტულონი) შეცვლაზე (55 წთ) სინ
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) ძირითადში (28 წთ)
ბადრი ალხაზაშვილი (ტულონი) განაცხადში არ იყო
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (35 წთ)
კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე) ძირითადში (54 წთ)
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (54 წთ)
გაგი ბაზაძე (მონპელიე) განაცხადში არ იყო
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) განაცხადში არ იყო
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) ძირითადში (41 წთ)
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) განაცხადში არ იყო
სოსო ბეკოშვილი (ბრივი) განაცხადში არ იყო
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) ძირითადში (51 წთ) სინ
ვასილ ლობჟანიძე (ბრივი) განაცხადში არ იყო
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) ძირითადში (55 წთ)
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) განაცხადში არ იყო
ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ჯავახია (ლიონი) განაცხადში არ იყო.

პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა ელიტურ, მეორე დივიზიონში, სადაც ცხრა კლუბში 16 ქართველი მორაგბე ასპარეზობს. სტარტი შესანიშნავად აიღეს ქართველ მორაგბეთა გუნდებმა, "ოიონაქსმა" და "ბეზიემ".

გიორგი ვეფხვაძისა და ირაკლი მირცხულავას "ოიონაქსმა" შინ მიიღო დივიზიონის დებიუტანტი, შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის "ანგულემი" და 36:10 დაამარცხა. ოიონაქსელებმა საპრემიო ქულა მოიპოვეს და ლაშა ლომიძის "ბეზიესთან" ერთად სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ.

ლანგედოკელებმა, თავის მხრივ, ასევე შინ სძლიეს თამაზ მჭედლიძის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენს" - 34:11. სუთიაშვილმა და თავბერიძემ სრულად ითამაშეს, მჭედლიძე მოედანზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა, ვეფხვაძე განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

ელიზბარ ყუფარაძის "დაქსმა" შინ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, გიორგი შარაშიძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკი" - 20:19. ყუფარაძე განაცხადში იყო, დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, სხვა ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.

PRO D2. XI ტური
ბიარიცი-ნარბონი 25:6
ალბი-კარკასონი 23:23
ბურგუენი-კოლომიე 19:18
ბეზიე-აჟენი 34:11
დაქსი-ორიაკი 20:19
ოიონაქსი-ანგულემი 36:10
ვანი-მონტობანი 23:20
პერპინიანი-მარსანი 19:16

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ოიონაქსი 1 1 0 0 36-10 5(1)
2. ბეზიე 1 1 0 0 34-11 5(1)
3. ბიარიცი 1 1 0 0 25-6 4(0)
4. პერპინიანი 1 1 0 0 19-16 4(0)
5. ვანი 1 1 0 0 23-20 4(0)
6. ბურგუენი 1 1 0 0 19-18 4(0)
7. დაქსი 1 1 0 0 20-19 4(0)
8. ალბი 1 0 1 0 23-23 2(0)
9. კარკასონი 1 0 1 0 23-22 2(0)
10. კოლომიე 1 0 0 1 18-19 1(1)
11. ორიაკი 1 0 0 1 19-20 1(1)
12. მონტობანი 1 0 0 1 20-23 1(1)
13. მარსანი 1 0 0 1 16-19 0(0)
14. ნარბონი 1 0 0 1 6-25 0(0)
15. აჟენი 1 0 0 1 11-34 0(0)
16. ანგულემი 1 0 0 1 10-36 0(0)

PRO D2
გიორგი ვეფხვაძე (ოიონაქსი) არ უთამაშია
ირაკლი მირცხულავა (ოიონაქსი) განაცხადში არ იყო
შალვა სუთიაშვილი (ანგულემი) ძირითადში
ლაშა თავბერიძე (ანგულემი) ძირითადში
ლაშა ლომიძე (ბეზიე) განაცხადში არ იყო
ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) ძირითადში
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
გიორგი შარაშიძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ბექა შეყლაშვილი (ალბი) განაცხადში არ იყო
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) არ უთამაშია
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) შეცვლაზე (67 წთ)
ტარიელ რატიანიძე (ნარბონი) ძირითადში (13 წთ)
ვახტანგ ახობაძე (აჟენი) განაცხადში არ იყო
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) განაცხადში არ იყო
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) შეცვლაზე (46 წთ)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგრები ხართ ძაან. :)ვეფხვაძემ ითამაშა :)
Joni
18:27 29-08-2016
0
ძალიან შემცირებულია ჩვენებურთა სატამაშო დროები და ეს არაა კაი ამბავი :(
B-52
16:49 29-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული