რაგბი. ლეგიონი: შალვა მამუკაშვილი "მონპელიეში" ითამაშებს?

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "მონპელიეში" შესაძლოა კიდევ ერთი ქართველი მორაგბე გამოჩნდეს.

გასულ უქმეებზე "მონპელიეს" შერკინების კვაჭი, სამხრეთაფრიკელი ბისმარკ დუ პლესი დაშავდა, რის გამოც, იგი მოედანზე მინიმუმ, სამი თვის განმავლობაში ვერ გავა. მის შემცვლელად მონპელიელები ახალზელანდიელ კევინ მეალამუს და საქართველოს ნაკრებისა და "ყოჩების" შერკინების კვაჭს შალვა მამუკაშვილს მოიაზრებენ.

საქართველოს ნაკრების 25 წლის მორაგბე საფრანგეთში შაბათს ჩავა და "მონპელიეს" მწვრთნელები ტესტებს ჩაუტარებენ. თუ მამუკაშვილმა მათი მოთხოვნები დააკმაყოფილა, "მონპელიეს" ქართულ ლეგიონს, მიხეილ ნარიაშვილს, დავით ქუბრიაშვილს, კონსტანტინე მიქაუტაძესა და გაგი ბაზაძეს
შეურთდება. შალვა გუნდში "სამედიცინო ჯოკერის" პრინციპით ჩაირიცხება.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს "მონპელიესთან" წინასწარი კონტრაქტი გააფორმა "ბორჯღალოსანმა" ლაშა ლომიძემ და ამ გუნდში მომავალი, 2017-2018 წლის სეზონში ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული