რაგბი. ლეგიონერები: ამჯერად, სამი ქართული ლელო [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ხუთი ტური მიილია. ერთადერთი გუნდი, ვინც აქამდე დამარცხების სიმწარე არ იცის, დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონია".

"ვულკანები", როგორც ჩვენებურთა ამ გუნდს ეძახიან, შინ დაუპირისპირდნენ "ბორდოს" და დამაჯერებლად სძლიეს 40:16. აღსანიშნავია, რომ დავით ზირაქაშვილი, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, ზედიზედ მეორე თამაშია მოედნიდან ლელოს გარეშე არ გადის. ქართველმა შერკინების ბურჯმა ამჯერადაც ჩვეულ სტილში, 68-ე წუთზე, რაკიდან ბურთი აიტაცა და ისე შეაღწია ჩათვლის მოედანში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ერთ წუთში ზირაქაშვილი შეცვალეს. კოლელიშვილს არ უთამაშია.

"კლერმონი" ლიდერია და
მას ორი ქულით ჩამორჩება ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი", რომელიც სტუმრად დამარცხდა დრამატულ მატჩში კარლენ ასეიშვილის, სოსო ბეკოშვილისა და ვასილ ლობჟანიძის "ბრივთან" - 28:29.

ამ შეხვედრაში ბეკოშვილის დებიუტი შედგა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს. ძირითადში ითამაშა ასეიშვილმაც, ოღონდ ისე, რომ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მან მოედანი 57-ე წუთზე დატოვა, ლობჟანიძე განაცხადში არ იყო, ყაულაშვილი თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო.

მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და დავით ქუბრიაშვილის "მონპელიემ" სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა დავით ხინჩაგიშვილის "ბაიონთან" - 21:9.

მიქაუტაძემ სრულად ითამაშა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ნარიაშვილი და ქუბრიაშვილი თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთნენ, ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო.

წინა ტურში ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ კვლავ დამარცხდა მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზიშვილის "ტულონი". ჩვენებურთა გუნდმა ამჯერად სტუმრად წააგო საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონ "მეტრო რასინგთან" - 41:30.

აღსანიშნავია, რომ პარიზელთა არგენტინელმა გარემარბმა ხუან იმჰოფმა სამი ლელო გაიტანა. ჩილაჩავა 50-ე წუთზე შეცვალეს, გორგოძემ მასზე ათი წუთით მეტი ითამაშა, ალხაზიშვილი განაცხადში არ იყო.

ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველად ითამაშა "ტულუზის" შემადგენლობაში ვასილ კაკოვინმა. ტულუზელები სტუმრად დამარცხდნენ ზაზა ნავროზაშვილისა და გიორგი ჯავახიას "ლიონთან" - 20:25. კაკოვინი 61-ე წუთზე შეცვალეს, ჯავახია და ნავროზაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსემ" სტუმრად წააგო "პოსთან" - 6:23. ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.

TOP 14. V ტური
ლიონი-ტულუზი 25:20
ბაიონი-მონპელიე 9:21
ბრივი-ლა როშელი 29:28
პო-სტად ფრანსე 23:6
კლერმონი-ბორდო 40:16
კასტრი-გრენობლი 46:9
რასინგი-ტულონი 41:30

ქართველი ლეგიონერები
დავით ხინჩაგიშვილი (ბაიონი) განაცხადში არ იყო
მამუკა გორგოძე (ტულონი) ძირითადში (60 წთ)
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) ძირითადში (50 წთ)
ბადრი ალხაზიშვილი (ტულონი) განაცხადში არ იყო
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) შეცვლაზე (51 წთ)
კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე) ძირითადში
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) შეცვლაზე (51 წთ)
გაგი ბაზაძე (მონპელიე) განაცხადში არ იყო
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) შეცვლაზე (51 წთ)
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) ძირითადში (61 წთ)
სოსო ბეკოშვილი (ბრივი) ძირითადში (41 წთ)
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) ძირითადში (57 წთ)
ვასილ ლობჟანიძე (ბრივი) განაცხადში არ იყო
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) ძირითადში (69 წთ) ლ
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) განაცხადში არ იყო
ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ჯავახია (ლიონი) განაცხაში არ იყო.

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. კლერმონი 5 3 2 0 +65 18(2)
2. ლა როშელი 5 3 1 1 +35 16(2)
3. მონპელიე 5 3 0 2 +45 14(2)
4. ბრივი 5 3 1 1 0 14(0)
5. რასინგი 5 3 0 2 -5 14(2)
6. კასტრი 5 2 1 2 +42 12(2)
7. სტ.ფრანსე 5 2 1 2 +13 11(1)
8. ტულონი 5 2 0 3 +1 11(3)
9. ლიონი 5 2 1 2 -14 11(1)
10. პო 5 2 0 3 -16 10(2)
11. ბორდო 5 2 0 3 -20 9(1)
12. ტულუზი 5 2 0 3 -23 9(1)
13 ბაიონი 5 1 1 3 -43 6(0)
14. გრენობლი 5 1 0 4 -80 5(1)

ელიტურ, მეორე დივიზიონში ლიდერთა ოთხეულიდან სამი ქართველ მორაგბეთა გუნდებია. სატურნირო ცხრილს კი სათავეში ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის "ორიაკი" უდგას. ჩვენებურთა ამ გუნდმა სტუმრად მოუგო ბექა შეყლაშვილის "ალბის" - 29:23.

72-ე წუთამდე ანგარიში საყაიმო იყო. თუმცა, ორიაკელებმა დასკვნითი რვა წუთი მასპინძლებზე აქტიურად ჩაატარეს და ორი საჯარიმო მიითვალეს. შარიქაძემ სრულად ითამაშა, დათუნაშვილი 68-ე წუთზე შეცვალეს, ხატიაშვილი თამაშში იმავდროულად ჩაერთო, შეყლაშვილმა მოედანი 58-ე წუთზე დატოვა.

ყველასთვის მოულოდნელად შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს დივიზიონის დებიუტანტი "ანგულემი". შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის ამ გუნდმა ოთხი თამაშიდან სამი მოიგო და ახლა 12 ქულით მეოთხე ადგილზეა. "ანგულემმა" ამჯერად შინ დაამარცხა ლაშა ლომიძის "ბეზიე" - 21:6. სუთიაშვილმა და ლომიძემ სრულად ითამაშეს, თავბერიძე განაცხადში არ იყო.

თამაზ მჭედლიძის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენმა" შინ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ბასკური "ბიარიცი" - 23:22. აღსანიშნავია, რომ მატჩის არბიტრმა სამ მორაგბეს წითელი ბარათი უჩვენა, ოთხი კი სინბინში გაუშვა, მათ შორის ახობაძეც. საგულისხმოა, რომ მასპინძლებმა გამარჯვება მჭედლიძის ლელოს წყალობით მოიპოვეს, რომელიც საქართველოს ნაკრების გარემარბმა 77-ე წუთზე გაიტანა. თეთრაშვილს არ უთამაშია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

წლევანდელ სეზონში პირველი ლელო გაიტანა შერკინების ბურჯმა ირაკლი მირცხულავამ. მისი და გიორგი ვეფხვაძის "ოიონაქსი" კი სტუმრად დამარცხდა ელიზბარ ყუფარაძის "დაქსთან" - 25:28. მირცხულავა 46-წუთზე შეცვალეს, ყუფარაძემ მოედანი სამი წუთის შემდეგ დატოვა, ვეფხვაძე განაცხადში არ იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დებიუტანტის კვალობაზე ცუდად არ ასპარეზობს ვახტანგ მაისურაძის და არჩილ ბეჟიაშვილის "ვანი", რომელმაც სტუმრად ფრედ ითამაშა "ბურგუენთან" - 15:15. მაისურაძემ სრულად ითამაშა, ბეჟიაშვილი 47-ე წუთზე შეცვალეს. "ვანმა" ოთხი თამაშიდან ერთი მოიგო, ერთიც წააგო და ორი ფრედ დაასრულა.

ბექა გორგაძის "მონ დე მარსანმა" სტუმრად წააგო "მონტობანთან" - 18:22. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელს არ უთამაშია.

PRO D2. IV ტური
აჟენი-ბიარიცი 23:22
ანგულემი-ბეზიე 21:6
ბურგუენი-ვანი 15:15
კოლომიე-ნარბონი 18:6
დაქსი-ოიონაქსი 28:25
მონტობანი-მარსანი 22:18
ალბი-ორიაკი 23:29
კარკასონი-პერპინიანი 38:20.

ქართველი ლეგიონერები
გიორგი ვეფხვაძე (ოიონაქსი) არ უთამაშია
ირაკლი მირცხულავა (ოიონაქსი) ძირითადში (46 წთ) ლ
შალვა სუთიაშვილი (ანგულემი) ძირითადში
ლაშა თავბერიძე (ანგულემი) განაცხადში არ იყო
ლაშა ლომიძე (ბეზიე) ძირითადში
ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) ძირითადში (68 წთ)
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) ძირითადში
გიორგი შარაშიძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) შეცვლაზე (68 წთ)
ბექა შეყლაშვილი (ალბი) ძირითადში (58 წთ)
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) ძირითადში (49 წთ)
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) განაცხადში არ იყო
ტარიელ რატიანიძე (ნარბონი) განაცხადში არ იყო
ვახტანგ ახობაძე (აჟენი) შეცვლაზე (58 წთ) სინ
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) განაცხადში არ იყო
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) ძირითადში ლ
ვახტან მაისურაძე (ვანი) ძირითადში
არჩილ ბეჟიაშვილი (ვანი) ძირითადში (47 წთ).

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ორიაკი 4 3 0 1 +42 14(2)
2. კოლომიე 4 3 0 1 +34 13(1)
3. დაქსი 4 3 0 1 +2 13(1)
4. ანგულემი 4 3 0 1 -9 12(0)
5. კარკასონი 4 2 1 1 +5 10(0)
6. მარსანი 4 2 0 2 +3 10(2)
7. აჟენი 4 2 1 1 -6 10(0)
8. ბეზიე 4 2 0 2 +6 9(1)
9. მონტობანი 4 2 0 2 +4 9(1)
10. ვანი 4 1 2 1 +2 9(1)
11. ოიონაქსი 4 1 0 3 +15 7(3)
12. ბურგუენი 4 1 1 2 -7 7(1)
13. ბიარიცი 4 1 0 3 +6 6(2)
14. ალბი 4 1 1 2 -16 6(0)
15. პერპინიანი 4 1 0 3 -46 5 (1)
16. ნარბონი 4 1 0 3 -35 4(0).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული