ინგლისურ გუნდში ზაფხულში გადასულმა 32 წლის ქართველმა მეორეხაზელმა, რომელიც მთავარი გუნდის განაცხადში ბოლო სამი კვირაა ხვდება და ორჯერ შეცვლაზეც ითამაშა, თავი ანგოლო-უელსის თასზე გამოიჩინა. 4 ნოემბერს გამართულ "ვუსთერსთან" შეხვედრაში მან ლელო მე-14 წუთზე დადო და თავისი გუნდი ანგარიშში დააწინაურა.
მიუხედავად იმისა, რომ "ბრისტოლი" ამ შეხვედრაში საბოლოოდ 25:31 დამარცხდა, ნემსაძე მატჩის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით