
ბრეიდი დისკვალიფიცირებულია, თუმცა მის საკითხს 21 დეკემბერს განიხილავენ და შესაძლოა, სასჯელი დაუმძიმონ.
თავად ბრეიდი ამტკიცებს, რომ გორგოძისთვის ფეხი ძალით არ დაუბიჯებია. მას დამცველად ჩვენებური მოევლინა:
"ყველამ კარგად იცის, რომ გაფორმება არ მიყვარს, მაგრამ იმ მომენტში მართლა ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ მჯერა, რომ ლუკს ეს განზრახ არ გაუკეთებია", - განუცხადა "ეკიპს" ინტერვიუში ჩვენებურმა.