მამუკა გორგოძემ დაიცვა მეტოქე, რომელმაც სახეზე ფეხი დააბიჯა [VIDEO]

AutoSharing Option
4 დეკემბერს, ტოპ-14-ის მორიგ ტურში მამუკა გორგოძის "ტულონმა" 37:10 დაამარცხა "ბორდო". იმ მატჩის 22-ე წუთზე წაქცეული გორგოძისთვის სახეზე ფეხის დაბიჯებისთვის გააძევეს "ბორდოს" ზელანდიელი მესამეხაზელი ლუკ ბრეიდი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბრეიდი დისკვალიფიცირებულია, თუმცა მის საკითხს 21 დეკემბერს განიხილავენ და შესაძლოა, სასჯელი დაუმძიმონ.

თავად ბრეიდი ამტკიცებს, რომ გორგოძისთვის ფეხი ძალით არ დაუბიჯებია. მას დამცველად ჩვენებური მოევლინა:

"ყველამ კარგად იცის, რომ გაფორმება არ მიყვარს, მაგრამ იმ მომენტში მართლა ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ მჯერა, რომ ლუკს ეს განზრახ არ გაუკეთებია", - განუცხადა "ეკიპს" ინტერვიუში ჩვენებურმა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
კ ა ც ი ხარ!ნეტა ბევრი ყავდეს ქვეყანას შენისთანა ვაჟკაცი.
ლამარა ბებო
07 დეკემბერი 2016 19:15
0
მამუკა რაინდია.
Tariel
07 დეკემბერი 2016 18:43
0

სიახლეები პოპულარული