ასე მაგალითად, ერთკვირიანი შვებულება დაუმთავრდათ და "ბორდოსთან" საბრძოლველად მზად არიან ქართველი შერკინების ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი და ფიჯელი გარემარბი ნემანი ნადოლო. ასევე, დისკვალიფიკაციის ვადა ამოეწურა კიდევ ერთ ქართველ შერკინების ბურჯს, დავით ქუბრიაშვილს, რომელიც, გამორიცხული არ არის, დღეს ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ.
სამაგიეროდ, ფეხი იტკინა და საეჭვოა საქართველოს ნაკრების მეორეხაზელ კონსტანტინე მიქაუტაძის თამაში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"