
ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა 14:12 დაამარცხა გერმანია, შემდეგ 0:7 წააგო ესპანეთთან და 7:12 პორტუგალიასთან.
ტურნირის მეოთხედფინალში ჩვენი გუნდი ისევ ესპანეთს დაუპირისპირდა და ისევ წააგო, ამჯერად - 7:10.
ამის შემდეგ ჩვენი გუნდი მე-5 - მე-8 ადგილებისთვის მატჩში გადაერთო, სადაც მასპინძელ საფრანგეთთან 14:19 წააგო. ჩვენების მომდევნო მეტოქე მე-7 ადგილისთვის მატჩში ბელგიაა.