"პატარაობისას ძიუდოზე დავდიოდი. ცნობილი მწვრთნელი, ორი ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილისა და ირაკლი ცირეკიძის აღმზრდელი, ომარ მერაბიშვილი მავარჯიშებდა, თუმცა, ძიუდოზე დიდხანს არ მივლია. რაგბის თამაში ქუთაისში, რაგბის სპეციალიზირებულ სკოლაში დავით გორდულაძესთან დავიწყე. პირველ მწვრთნელზე ბევრი რამეა დამოკიდებული. მან რაგბის ანბანი შემასწავლა და
გიორგი ჩიტეიშვილთან ერთად "აიაში" მისი რამდენიმე თანატოლი და თანაგუნდელიც მოხვდა. ახალგაზრდა მორაგბეები ქუთაისურ გუნდს კარგად შეეწყვნენ და მას ახალი ენერგია შესძინეს.
"აიას ასაკობრივი გუნდიდან წლეულს ჩემს გარდა ტარიელ ჩხიკვაძე, ლევან თხელიძე, ბექა არაბიძე, გიორგი ცირეკიძე, გიგა კუხიანიძე და ზურაბ ძნელაძე გადმოიყვანეს. ვფიქრობ, რეგულარულ ჩემპიონატში ურიგოდ არ გვიასპარეზია და გუნდის წარმატებაში მცირეოდენი წვლილი ჩვენც შევიტანეთ."
ახალგაზრდა მორაგბეს ქუთაისურ გუნდში არაერთი გამოცდილი მოთამაშე დახვდა, რომელთა გვედრითაც ოსტატობა დახვეწა და გამოცდილებაც შეიძინა.
"აია" ძალიან მეგობრული გუნდია, ერთი ოჯახივით ვართ. ვეტერანები ახალგაზრდებს გვერდში გვიდგანან და გამოცდილებას გვიზიარებენ. ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება მინდოდა და ეს მოვახერხე. მწვრთნელები ნდობას მიცხადებენ და მეც ვცდილობ, რომ მათი იმედები გავამართლო. უმაღლეს ლიგაში ეს ჩემი სადებიუტო სეზონია და აქ თამაშით დიდ გამოცდილებასაც ვიღებ.
გიორგიმ მიმდინარე ჩემპიონატში რამდენიმე მატჩი ჩაატარა და ყველაზე სასიამოვნოდ თბილისში, "ლოკომოტივთან" მოგებული მატჩი დაამახსოვრდა:
"ასეთ ძლიერ გუნდთან პირველად ვთამაშობდი და ძალიან გამიხარდა, როცა დაძაბულ ბრძოლაში მეტოქეს 21:18 ვძლიეთ. ეს დღე არასდროს დამავიწყდება. გასულ შაბათს "არმიასთან" ჩატარებული მატჩიც დასამახსოვრებელი იყო. მართალია, წავაგეთ, მაგრამ ძალიან საინტერესო თამაში გამოვიდა. თანაც, მატჩს 3000- მდე მაყურებელი დაესწრო, ამდენი გულშემატკივარის წინაშე კი პირველად ვითამაშე".
გიორგი სამომავლოდ უცხოეთში თამაშზე ფიქრობს და თავისი საოცნებო გუნდიც ჰყავს, თუმცა იქმადე სხვა მიზნები აქვს:
"ძლიერ უცხოურ კლუბში თამაში ყველა ქართველი მორაგბის ოცნებაა. ჩემი სასურველი გუნდი ფრანგული "მონპელიეა", თუმცა იქამდე საკმაოდ შორია...ჯერ საქართველოს ჩემპიონატში უნდა დავამტკიცო, რომ კარგი რაგბის თამაში შემიძლია. ახლა ყველაზე მეტად "ლოკომოტივთან" მომავალ დაპირისპირებაზე ვფიქრობ. ფინალში გასვლა და ჩემპიონობის მოპოვება გვინდა და ეს უნდა მოვახერხოთ. უკან დასახევი გზა მოჭრილი გვაქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"