ცხადია, ამ შეჯიბრების გამარჯვებული ჩემპიონად არ გამოცხადდება.
უმაღლესლიგელებმა სეზონისთვის მზადება დიდი ხანია დაიწყეს, მათ შორის ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა თბილისის "ლოკომოტივმაც", რომლის რიგებშიც გარკვეული ცვლილებები და სასიამოვნო სიახლებია. გუნდის მზადებასა და მომავლის გეგმებზე "ლოკომოტივის" აღმასრულებელ დირექტორ გიორგი ასათიანს ვესაუბრეთ.
- სეზონისთვის მზადება ჯერ კიდევ იანვარში დავიწყეთ. როგორც წესი, ამ დროსითვის ძირითადი ყურადღება ფიზიკური კონდიციების
- შარშანდელ ჩემპიონატში ქართული რაგბის ფლაგმანმა, თბილისის "ლოკომოტივმა" მესამე ადგილი დაიკავა და თასის გათამაშების ფინალშიც ვერ გააღწია...
- დიახ ასე იყო და გადაუწარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს გუნდისთვის წარუმატებლობად შეფასდა. ცხადია, ამას თავისი როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მიზეზები ჰქონდა. გუნდი რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვვა, რომელბიც საფრანგეთში გადაბარგდნენ.
ლიდერები ზვიად მაისურაძე და გივი ბერიშვილი ეროვნულ ნაკრებში იყვნენ მიწვეულნი. მაისურაძე ნაკრების საწვრთნელი შეკრებიდან ტრავმირებული დაბრუნდა და სეზონი, ფაქტობრივად, მთლიანად გაუცდა. მან ვარჯიში რამდენიმე კვირის წინ განაახლა.
ერთი სიტყვით, შარშანდელი სეზონი ჩვენთვის საუკეთესო ნამდვილად არ იყო. ამიტომ, წლეულს ბევრად უფრო მობილიზებულნი და საბრძოლველად შემართულნი ვიქნებით.
- მიზანი, ცხადია, როგორც ყოველთვის ჩემპიონობა იქნება...
- ეს თემა არც განიხილება, რა თქმა უნდა, მხოლოდ პირველი ადგილსითვის ვიბრძოლებთ, თანაც, ვგრძნობ, რომ მომავალი ჩემპიონატი ძალიან დაძაბული, მაღალი დონისა და საინტერესო გამოვა. ბევრი თანაბარი ძალის გუნდია, რომლებთანაც პაექრობაში მიღწეული გამარჯვება ძალიან საამაყო იქნება.
- ქართული კლუბებიდან მოთამაშეთა გადინების პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. რა მდგომარეობაა ამჟამად თქვენთან, ვინ დატოვა გუნდი ან ვინემ ახალი ხომ არ დაგიმატებიათ?
- სამწუხაროდ, წლეულს საკმაოდ სერიოზული დანაკლისი გვაქვს. "ლოკომოტივი" დატოვა და "არმიაში" გადავიდა გუნდის ერთ-ერთი უძლიერესმა, წამყვანმა მოთამაშემ დავით ჩიტიძემ. ორი საკვანძო მორაგბე დაშავებულია, თუმცა ჩემპიონატის დაწყებამდე იმედი გვაქვს, რომ გამოჯანმრთელებას მოასწრებენ.
ამასთან ერთად, სექტემბრისთვის, როცა საქართველოს ჩემპიონატი დაიწყება, პოლონეთიდან დაგვიბრუნდება ფულბეკი ბექა წიკლაური, რომელმაც ახლახან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა პორტუგალიის ნაკრებთან. მასთან ხელშეკრულება უკვე გაფრორმებული გვაქვს და, ვფიქრობ, ის დიდი ძალა იქნება ჩვენი გუნდისთვის.
- "ლოკომოტივი" ლამის ერთადერთი გუნდი იყო საქართველოში, რომელსაც ბავშვთა გუნდები არ ჰყავდა. ამჯერად რა მდგომარეობაა?
- ეს პრობლემა მთლიანად მოგვარებულია. უმაღლესი ლიგის გუნდის გარდა გვაყავს ესპუართა, ჭაბუკთა A ლიგის ერთი და B ლიგის ორი გუნდი. ასევ ჩვენთან ვარჯიშობენ საკმაოდ ბევრი საფესტივალო ასაკის ბავშვებიც.
- როგორია კლუბის ინფრასტრუქტურის მდგომარეობა. ამდენი გუნდი სადმე ხომ უნდა ვარჯიშობდეს...
- კლუბს დიღომში აქვს საწვრთნელი ბაზა, სადაც ეს გუნდები ვარჯიშობენ. თუმცა ახლა ზამთარია და ძირითადად მანეჟში გვიწევს წვრთნა. ჩვენ ბაზაზე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც ალტერნატიული ფართით დაახლოებით მაისისთვის დააკმაყოფილებენ. ამის მერე ბაზას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და სრულყოფილად ფუქციონირებას დაიწყებს. ბაზა მაქსიმალურად დაიტვირთება. ვფიქრობ, ეს პროცესი ძალიან წაადგება კლუბს, რათა მორაგბეთა ვარჯიშისა და დასვენება-აღდგენითი პირობები მაქსიმალურად მიუახლოვდეს თანამედროვე სტანდარტებს.
- სპორტული ეკიპირება, ბურთები, სხვადასხვა სარაგბო ატრიბუტები, ხელფასები, ყოველივე ამისთვის საკმაოდ სერიოზული თახაა საჭირო. კლუბს სპონსორი თუ ჰყავს?
- შარშანდელ სეზონში "ლოკომოტივის" გენერალური სპონსორი "ვითიბი ბანკი" იყო, რომელთანაც ხელშეკრულება წლეულსაც გავაფორმეთ. ჩვენს მიერ ნაჩვენებ შედეგებზე იქნება დამოკიდებული ამ თანამშრომლობს ხანგრძლივობა. წინდაწინ უნდა ითქვას, სპონსორს საკმაოდ საინტერესო გეგმები აქვს.
ეს ფაქტი, ვფიქრობ, მაგალითი იქნება სხვა კომპანიებისთვის, რათა ქართული სარაგბო კლუბების სპონსორობა ითავონ. ეს აუცილობლად შეუწყობს ხელს გუნდების სათამაში დონის ამაღლებას, რაც საბოლოო ჯამში, მთლიანად ქართული რაგბის განვითარებას წაადგება სასიკეთოდ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"