ახალ ზელანდიაში "შიშველი რაგბის" თამაშის ტრადიცია გრძელდება [VIDEO]

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინის შემოგარენში, პარკ ლოგანში, ტრადიციული თამაში "შიშველ მორაგბეთა მატჩი" გაიმართა. ამ ორიგინალურ შეჯიბრში მასპინძელთა გუნდმა "ნუდ ბლექსმა" სამხრეთაფრიკული "სპრინგბოქსი" ანგარიშით 30:20 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ შარშან ანალოგიურ მატჩში შიშველი ახალზელანდიელი მამაკაცების წინააღმდეგ ჩაცმული ესპანელი გოგონების გუნდი გაისარჯა. ძნელი სათქმელია, როგორ, მაგრამ ფაქტია - მაშინ გამარჯვება სწორედ სუსტი სქესის წარმომადგენლებს დარჩათ.

წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად მოედანზე შიშველი მორაგბე გოგონა არ გამოსულა. სამაგიეროდ, გულშემატკივრებმა მინდორზე მხარდამჭერი გოგონები იხილეს, რომლებიც პუბლიკასა და სპორტსმენებს აგულიანებდნენ (იხილეთ ვიდეო).

Sportall.Geამ არაჩვეულებრივ სანახაობას ასობით ადამიანი
ადევნებდა თვალს, რომლებსაც მოთამაშეებისგან განსხვავებით, თბილად ეცვათ - ჰაერის ტემპერატურა ამ დღეს დანიდინში 13 გრადუსს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ახალ ზელანდიასა და დანიდინში ყველა არაა აღფრთოვანებული "შიშველი რაგბის" იდეით. ამ ტრადიციის მომხრეთა არგუმენტი, რომელიც ძველ საბერძნეთში არსებულ "ჩაცმულობის ოლიმპიურ ფორმას" ეფუძნება, ბევრისთვის არადამაკმაყოფილებელია. მიუხედავად ყველაფრისა, ადგილობრივი ხელისუფლება ამ სტუდენტურ გართობას ხელს არ უშლის.

შეგახსენებთ, რომ ახალ ზელანდიაში 2011 წელს გამართულ მსოფლიოს თასზე სწორედ ქალაქ დანიდინში დაუპირისპირდა საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ინგლისს. ის შეხვედრა ბრიტანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 41:10 დასრულდა.

ასევე იხილეთ:
შიშველმა მორაგბეებმა ჩაცმულ ქალებთან წააგეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული