საქართველოს შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატის რვა რჩეული გაირკვა

AutoSharing Option
შვიდკაცა რაგბის საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი ერთდროულად ორ ქალაქში, თბილისსა და ფოთში ჩატარდა.

გათამაშებაში მოასპარეზე გუნდები ორ ზონაში იყვნენ განაწილებულნი. აღმოსავლეთში ცხრა გუნდმა იასპარეზა, დასავლეთში - ექვსმა.

აღმოსავლეთ ზონის გამარჯვებული თბილისის "ჯიქები" გახდა, რომელმაც ტურნირი დაუმარცხებლად განვლო და ფინალში თბილისის "აკადემია" დაამარცხა მშრალი ანგარიშით - 24:0. დასავლეთში კი პირველობა არავის დაუთმო "ბათუმმა", რომელსაც გადამწყვეტ მატჩში ქუთაისის "აიას" დამარცხება არ გასჭირვებია.

ბოლო, გადამწყვეტი ეტაპი მომავალ უქმეებზე თბილისში გაიმართება, რომელშიც აღმოსავლეთ ზონის ხუთი და დასავლეთ ზონის სამი საუკეთესო გუნდი იასპარეზებს. ესენია: "ჯიქები",
"აია", "ხულიგანა", "ყოჩები", "ბათუმი", "აკადემია", "ბაგრატი" და "ლოკომოტივი".

აღმოსავლეთი ზონა
A ჯგუფი
ხულიგანა-მგლები 17:5, მგლები-ყოჩები 0:50, დევები-აკადემია 0:55, ყოჩები-ხულიგანა 14:20, აკადემია-მგლები 38:5, ხულიგანა-აკადემია 10:12, მგლები-დევები 21:14, აკადემია-ყოჩები 7:0.

სატურნირო მდგომარეობა
1. აკადემია - 8 ქულა, 2. ხულიგანა - 6, 3. ყოჩები - 4, 4. მგლები - 2, 5. დევები - 0.

B ჯგუფი
ჯიქები-სტუ 40:0, სტუ-ლოკომოტივი 0:63, ჯიქები-თიბისი 26:7, თიბისი-ლოკომოტივი 10:33, ლოკომოტივი-ჯიქები 7:35, სტუ-თიბისი 5:50.

სატურნირო მდგომარეობა
1. ჯიქები - 6 ქულა, 2. ლოკომოტივი - 4, 3. თიბისი - 2, 4. სტუ - 0.

ფარი
ნახევარფინალი
ყოჩები-სტუ 35:5
თიბისი-მგლები 38:12

თასი
ნახევარფინალი
აკადემია-ლოკომოტივი 14:7
ჯიქები-ხულიგანა 17:7

VII ადგილისთვის
სტუ-მგლები 22:0

V ადგილისთვის
ყოჩები-თიბისი 33:0

III ადგილისთვის
ხულიგანა-ლოკომოტივი 17:5

ფინალი
ჯიქები-აკადემია 24:0

საბოლოო მდგომარეობა
1. ჯიქები, 2. აკადემია, 3. ხულიგანა, 4. ლოკომოტივი, 5. ყოჩები, 6. თიბისი, 7. სტუ, 8. მგლები, 9. დევები.

დასავლეთი ზონა
A ჯგუფი
რაინდები-არწივები 24:0, არწივები-აია 0:26, აია-რაინდები 28:0.

სატურნირო მდგომარეობა
1. აია - 4 ქულა, 2. რაინდები - 2, 3. არწივები - 0

B ჯგუფი
ბაგრატი-დელფინები 33:10, დელფინები-ბათუმი 0:19, ბათუმი-ბაგრატი 17:0.

სატურნირო მდგომარეობა
1. ბათუმი - 4 ქულა, 2. ბაგრატი - 2, 3. დელფინები - 0.

თასი
ნახევარფინალი
აია-ბაგრატი 26:0
ბათუმი-რაინდები 14:7

V ადგილისთვის
არწივები-დელფინები 17:19

III ადგილისთვის
ბაგრატი-რაინდები 37:5

ფინალი
ბათუმი-აია 21:7

საბოლოო მდგომარეობა
1. ბათუმი, 2. აია, 3. ბაგრატი, 4. რაინდები, 5. დელფინები, 6. არწივები.

ფინალური ეტაპი
13-14 ივლისი
A ჯგუფი: ჯიქები, აია, ხულიგანა, ყოჩები.
B ჯგუფი: ბათუმი, აკადემია, ბაგრატი, ლოკომოტივი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული