სახელმწიფო რაგბის განვითარებას 33 673 968 ლარს მოახმარს!

AutoSharing Option
საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, 20 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე, მინისტრთა კაბინეტმა რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაამტკიცა.

საქართველოში რაგბის მზარდი პოპულარობის გათვალისწინებით და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, "საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა" 2014 წლიდან გაიზრდება: 2014-16 წლებში, ნაცვლად პროგრამით გათვალისწინებული 11 800 000 (თერთმეტი მილიონ რვაასი ათასი) ლარისა, რაგბის განვითარებას სახელმწიფო 33 673 968 (ოცდაცამეტი მილიონ ექვსას სამოცდაცამეტი ათას ცხრაას სამოცდარვა) ლარს მოახმარს.

2014-16 წლებში გაიზრდება უმაღლესი ლიგის გუნდების საბაზო დაფინანსება: ნაცვლად 100 000 (ასი
ათასი) ლარისა, თითოეული გუნდი 400 000 (ოთხასი ათასი) ლარით დაფინანსდება.

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, საბაზო დაფინანსება ექნება პირველი ლიგის გუნდებს.

საბაზო დაფინანსების გარდა, 2013-14 წლების ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, უმაღლესი ლიგის კლუბებს შორის საპრიზო ფონდიც განაწილდება. პირველი ლიგის გუნდებს შორის საპრიზო ფონდი მომდევნო, 2014-15 წლების სეზონის შედეგების მიხედვით განაწილდება.

საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული თანხის - 33 673 968 ლარი - ხარჯვას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო განახორციელებს საქართველოს რაგბის კავშირის სუბსიდირების გზით.

რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ხსენებული ცვლილება საქართველოს მთავრობის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს რაგბის კავშირის თანამშრომლობით შევიდა.

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 29 /
წყალბუთი დაგავიწყდათ!!
Giorgi
20:48 23-02-2014
0
სპორტის დაფინანსება ძალიაკ მახარებს და ეს მისასალმებელი ფაქტია.ერთია მხოლოდ რაგბი არა ოლიმლიური სახეობაა და ალბათ ვერც გახდება ოლიმპიური სახეობა და ვერ იქნება ისე პოპულარული მსოფლიოში როგორც ფეხბურთი, მზლეოსნობა,ფრენბურთი,კალათბურთი,ფარიკაობა,ხელბურთი რა თქმა უნდა ჭიდაობა( ეს ის ასვეობები ჩამოვთვალე რომლებშიც ოლიმპიური ჩემპიონები გვყავს დიახ ფრენბურთში 1964 წელს) გამომრჩა ნიჩნოსნობა და ამ სახეობებს მეტი ყურადღება.
mamuka6213
11:26 21-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული