სახელმწიფო რაგბის განვითარებას 33 673 968 ლარს მოახმარს!

AutoSharing Option
საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, 20 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე, მინისტრთა კაბინეტმა რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაამტკიცა.

საქართველოში რაგბის მზარდი პოპულარობის გათვალისწინებით და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, "საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა" 2014 წლიდან გაიზრდება: 2014-16 წლებში, ნაცვლად პროგრამით გათვალისწინებული 11 800 000 (თერთმეტი მილიონ რვაასი ათასი) ლარისა, რაგბის განვითარებას სახელმწიფო 33 673 968 (ოცდაცამეტი მილიონ ექვსას სამოცდაცამეტი ათას ცხრაას სამოცდარვა) ლარს მოახმარს.

2014-16 წლებში გაიზრდება უმაღლესი ლიგის გუნდების საბაზო დაფინანსება: ნაცვლად 100 000 (ასი
ათასი) ლარისა, თითოეული გუნდი 400 000 (ოთხასი ათასი) ლარით დაფინანსდება.

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, საბაზო დაფინანსება ექნება პირველი ლიგის გუნდებს.

საბაზო დაფინანსების გარდა, 2013-14 წლების ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, უმაღლესი ლიგის კლუბებს შორის საპრიზო ფონდიც განაწილდება. პირველი ლიგის გუნდებს შორის საპრიზო ფონდი მომდევნო, 2014-15 წლების სეზონის შედეგების მიხედვით განაწილდება.

საქართველოში რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული თანხის - 33 673 968 ლარი - ხარჯვას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო განახორციელებს საქართველოს რაგბის კავშირის სუბსიდირების გზით.

რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ხსენებული ცვლილება საქართველოს მთავრობის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს რაგბის კავშირის თანამშრომლობით შევიდა.

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 29 /
ეხლა კი დიდი ნაბიჯი გადაიდგა 6 ერისკენ დზალიან დიდი დაპინანსებააა ყოცჰაგ ეს ბიცჰების დამსახურებააა საგოლლლ !!!!!! მადლობა მტავრობას ნამდვილად ბევრი ცუდი რამ გადაფარეს ამ ერტი ნაბიჯიტ
dachi
20 თებერვალი 2014 18:24
0
აუ აი საღოოლ რაგბი იმენა ჩვენი თამაშია ამხელა ფული რო ჩაიდება ერთ 5 წელიწადში უკვე ბევრ გრანდს გავამწარებთ
მართლა იმსახურებენ ერთადეღთი ეგენი გვიხარებდნენ გულს ამ დაქცეულ ქვეყანაში .გაანალიზეთ რაგბისტებო რამხელა სიკეთე გაქვთ გაკეთებული თქვენ გენაცვალეთ
vazha
20 თებერვალი 2014 17:24
0
ფეხბურტის სტადიონები გადავცეთ რათ უნდათ ტყუილა ფეხბურტელები არ გვყავს მაინც აზერები და სომხები გვჯობნიან
vv
20 თებერვალი 2014 17:00
0
წყალბურთსაც რომ აქცევდეთ ყურადღებას ურიგო არ იქნებოდა !
ucxo
20 თებერვალი 2014 16:30
0
იქნებ დადგა დრო, რომ ერთგვარი პეტიცია შედგეს - ქომაგის მოთხოვნა რაგბის ნაკრებისთვის ფედერაციის ბალანსზე რიცხული სტადიონის აშენების შესახებ?
GiorgiG83
20 თებერვალი 2014 16:13
0
ამ ბიჩებს ეკუტვნიტ და ალალია,სტადიონი გვინდა რაგბის.....
zaza
20 თებერვალი 2014 16:07
0
კარგია,სავარჯისშო ბაზები გააკეტეტ
zaza
20 თებერვალი 2014 16:03
0
ღმერთმა ქნას ეს დაპირება შესრულდეს.ეს ბიჭები,მთლიანათ ქართული რაგბი იმსახურებენ ამას და შემდეგში უფრო მეტ ყურადღებას.
mamuka
20 თებერვალი 2014 15:56
0
სტადიონი მარტლაც ჭირდებათ ევროსტანდარტების ოცტატ ატასიანი მაინც
ddd
20 თებერვალი 2014 15:50
0
სტადიონი აუშენეთ
temo
20 თებერვალი 2014 15:31
0

სიახლეები პოპულარული