ფოთში ახალი სარაგბო სტადიონი გაიხსნება [PHOTO]

AutoSharing Option
ფოთში რაგბის განვითარება ქუთაისის "აიას" ვეტერანი მორაგბის, ამირან შავგულიძის წამოწყებასთანაა დაკავშირებული.

"პიკასომ", როგორც მას მეგობრები ეძახიან, რაგბის გუნდების ჩამოყალიბება ჯერ ბათუმში სცადა. იქ ყურადღება რომ არავინ მიაქცია, ფოთს მიაშურა და მალთაყვაში პატარებს მოუყარა თავი.

ნელ-ნელა, რაგბის კავშირისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით, ფოთის სარაგბო სკოლა მოღონიერდა და პირველ ლიგაში, აგერ, უკვე რამდენიმე წელიწადია ასპარეზობს "კოლხი რაინდების" სახელით.

ყველაზე დიდი წარმატება კი ეროვნული ნაკრებისთვის აღზრდილი სამი მორაგბეა. ესენი არიან: დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) და ირაკლი მირცხულავა (ტარბი).

Sportall.Ge

ფოთური რაგბის
აღზრდილები მრავლად არიან მიმოფანტულნი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდებშიც.

ცხადია, ყოველივე ამას უკვალოდ არ ჩაუვლია და ფოთის რაგბის საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ" შესანიშნავი საჩუქარი მიუძღვნა.

მალე ფოთის "კოლხი რაინდები" ახალ, კომფორტულ სტადიონზე ითამაშებენ, რომლის ტრიბუნებიც 2 000 მაყურებელს დაიტევს. იქვეა ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედანიც.

Sportall.Ge

რაც მთავარია, სტადიონი ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს, ეს კი ახალი თაობის კიდევ უფრო მეტად მოზიდვას შეუწყობს ხელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზუგდიდშიც გააკეთეთ რაგბის კლუბი არც ზუგდიდლები ითამაშებენ ვინმეზე ნაკლებად
baho
20:19 21-03-2015
0
წარმატებები!
დავით ცხამელი
09:22 21-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული