ამ ასპარეზობის მნიშვნელობა ძალზე დიდია მსოფლიო კარატეს სივრცეში, რადგან მონაწილეს და, რა თქმა უნდა, გამარჯვებულებს, გარკვეული სარეიტინგო ქულები ერიცხებათ მსოფლიოს ფედერაციიდან. ასევე დიდ მოტივაციას ქმნიდა საპრიზო ფონდი.
"სტამბოლის პრემიერლიგა ერთ-ერთი მაღალი რანგის საერთაშორისო ჩემპიონატია და მასში მხოლოდ რჩეულები ასპარეზობენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდი უფროსებში მხოლოდ 5 სპორტსმენით მონაწილეობდა, საერთო ჩათვლაში მაინც მესამე საპრიზო ადგილის
აღსანიშნავია, რომ ვაჟთა 5 წონით კატეგორიაში ჩვენი ხუთივე სპორტსმენი შევიდა ათეულში, ჰენრი ვეკუამ კი თავის წონაში (-75 კგ) პირველობა მოიპოვა, გოგიტა არქანია (-84 კგ) მესამე ადგილს დასჯერდა.
ჰენრიმ ნამდვილად გვასახელა და ამით მთელი ქართული კარატეს სამყარო ვამაყობთ. აქვე დავამატებ, რომ ყოველი ორთაბრძოლა საინტერესო, დაძაბული, აზარტული იყო და ამჯერადაც დიდი გულშემატკივრობა და პატივისცემა დაიმსახურა ჩვენმა გუნდმა.
საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციასთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის თბილისის მერიის სპორტის სამსახურის უფროსს, ბატონ გიორგი არეშიძეს სპეციალური მოწვევა გამოუგზავნა სტამბოლის მერმა ჩვენ შორის შემდეგი თანამშრომლობისა და ურთიერთობების გასაღრმავებლად.
აქვე, ქართული კარატეს გულშემატკივრებს გვინდა ვახაროთ, რომ 2015 წლის 19 სექტემბერს საქართველოში პირველად ჩატარდება სუპერლიგა, სადაც მხოლოდ რვა უძლიერესი კარატისტი იასპარეზებს.
საპრიზო ფონდიც დაწესდა და ვეცდებით, მეტად მაღალი დონის ასპარეზობა შევთავაზოთ ქართველ გულშემატკივარს. ეს სუპერლიგა პირდაპირი ეთერით გადაიცემა", - განაცხადა სტამბოლიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი,
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი