"ლელო სარასენსის" პატარა მორაგბეები კანის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონები გახდნენ

AutoSharing Option
29 ოქტომბერს, საფრანგეთის ქალაქ  კანში, ბავშვთა რაგბის საერთაშორისო ჩემპიონატი "LE BELMAS" ჩატარდა, სადაც "ლელო სარასენსის" ასაკობრივმა გუნდმა ჩემპიონობა მოიპოვა.

2006-07 წლებში დაბადებულმა მორაგბეებმა სხვადასხვა ქვეყნის ათ კლუბს გაუწიეს კონკურენცია და ოქროს მედლებიც მოიპოვეს, ხოლო 2004-05-წლიანებმა საპატიო მე-2 ადგილი დაიკავეს.

პატარა ლელოელებს ეროვნული ნაკრების ქართველი ლეგიონერები: ლაშა ლომიძე, ლევან ჩილაჩავა, რევაზ ბელქანია და გიორგი მენაბდიშვილი დახვდნენ, მენეჯერობა კი ილო კახოიძემ გაუწიათ.

როგორც "ლელო სარასენსის" ასაკობრივი გუნდების მწვრთნელები: სანდრო ქოიავა, გიორგი ჭყოიძე, ზურაბ ხორბალაძე და ერეკლე კამლაძე აცხადებენ, ფრანგი გულშემატკივარი აღფრთოვანებული იყო
ქართველთა თამაშით და მათ ასეთი ბავშვებისთვის მადლობას უხდიდა. თურმე, ფრანგები ფინალში "საქართველოს" სკანდირებდნენ.

პატარა ჩემპიონები სამშობლოში 4 ნოემბერს დაბრუნდებიან.
მკითხველის კომენტარები / 6 /
კოჩაგ ბიცებო, მაგარი შევსება გვეზრდება
ალეკო
20:35 02-11-2015
0
გილოცავთ ბიჭებო!
პირველი საერთშორისო ტურნირი ასე წარმტებით დააგვირგვინეს... ეს დიდი მომავლის საწინდრია!!
მადლობა მწვრთნელებს და თითოეულ პატრა ბორჯღალოსანს
ნინო
19:30 02-11-2015
0

სიახლეები პოპულარული