"ჩემი და ჩემი გუნდის გამოცდილება ქართული რაგბის მომავალს უნდა მოვახმაროთ"

AutoSharing Option
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჯანსაღ გარემოში უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე აღნიშნავს.

აბუსერიძე იმედს გამოთქვამს, რომ "საარჩევნო პროცესი რაგბის თამაშის მთავარი პრინციპების გათვალისწინებით - კეთილსინდისიერად ჩაივლის".

"დღესდღეობით ქართული რაგბი წარმატებასთან ასოცირდება. ბედნიერი ვარ, რომ 16 წლის ასაკში არჩევანი სწორედ სპორტის ამ ვაჟკაცურ და ღირსეულ სახეობაზე გავაკეთე. ამ პერიოდში ქართული რაგბი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო, თუმცა ჩვენმა მორაგბეებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყანაში რაგბისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაზრდილიყო. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოში
ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდი გახდა. ამაყი ვარ, რომ სწორედ ამ გუნდის კაპიტანი 7 წელი ვიყავი, რაც ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო იყო.

კარიერის დასრულების შემდეგ რაგბის კავშირის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე გავაგრძელე მუშაობა. სწორედ ამ პერიოდში, კიდევ უფრო მკვეთრად დავინახე ამ სფეროში არსებული ძირეული პრობლემები. მაშინ, როცა ქართული რაგბი მსოფლიოს ასპრეზზე ახალი გამოწვევების წინაშე დგას, ვთვლი, რომ ჩემი და ჩემი გუნდის გამოცდილება, რაც წლების მანძილზე დაგვიგროვდა, ქართული რაგბის მომავალს უნდა მოვახმაროთ", - აღნიშნავს აბუსერიძემ.

იგი აცხადებს, რომ ემიჯნება საარჩევნო პროცესში ყველანაირ ჩარევას და ეს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომაზეც დააფიქსირა.

"გამგეობის წევრებმა, მათ შორის, მე, ოფიციალურ წერილზე ხელმოწერით დავადასტურეთ, რომ არჩევნები ჯანსაღ გარემოში უნდა ჩატარდეს. მაქვს იმედი, რომ საარჩევნო პროცესი რაგბის თამაშის მთავარი პრინციპების გათვალისწინებით - კეთილსინდისიერად ჩაივლის", - აცხადებს აბუსერიძე.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 20 დეკემბერს გაიმართება.

პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი - ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე და მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე იბრძოლებს.

ასევე იხილეთ:
არჩევნებში ჩარევის მცდელობა შეიმჩნევა! - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

ტარიელ ხეჩიკაშვილი: სახელმწიფოს მხრიდან ეს გამორიცხულია
მკითხველის კომენტარები / 18 /
კი აქვს აბუსერიძეს დააყენოს კანდიდატურა, მაგარამ ასე არა... კაცურად უნდა მოქცეულიყო თავიდანვე. ჩემო ბატონო რახან ვწერთ რაღაცეების, ე.ი. ვიცით.
გიორგი 1958-ს
15 დეკემბერი 2015 13:22
0
რა არა აქვს კაცს უფლება დააყენოს კანდიდატურა? გამომიხვედით აქ პრაფესორები (ვისაც ეხება). ძალიანაც ნორმალურია, რომ არის ალტერნატივა. მეტიც რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა. თვითონ გადაწყვეტს ის ხალხი, თუ ვინ აირჩიოს. თქვენ კი, გირჩევთ, თქვენი ასეთი კატეგორიული "რჩევები" საკუთარ ოჯახში გამოიყენოთ და მორაგბეებს თავი დაანებოთ. ისე, არც ნიჟარაძით დაწყებულა ქართული რაგბი. რა თქმა უნდ, მან ძალიან ბევრი გააკეთა, მაგრამ, როდესაც მოდიოდა, მაშინაც ასეთი "კეთილისმსურველები" რომ დახვედროდენ ხომ არ გვექნებოდა ასეთი მიღწევები?
გიორგი 1958
14 დეკემბერი 2015 18:54
0
ჩემი მხარდაჭერა გიორგი ნიჯარაძეს. მისი კავშირებითა და მენეჯერული უნარ-ჩვევებით საუკეთესო ვარიანტია ამ თანამდებობისთვის.
giorgi
14 დეკემბერი 2015 16:19
0
კარგი კაცი იქნებოდი თავიდანვე ასე რომ დაგეწყო, აღარ დაჭირდებოდა გამგეობას ასეთი საჯარო განცხადების გაკეთება. ჯერ ნიჟარაძეა ისე აუცილებელი ქართული რაგბისთვის. შენ კი უნდა დაიმსახურო პრეზისდენტობა. კარგი თამაში კარგ მენეჯერობას არ ნიშნავს. ჯერ კიდევ ბევრი რამე უნდა ისწავლო.
abuseridzes
14 დეკემბერი 2015 15:51
0
ნიჟარაძის ინტელექტის მეათედი მაინც რომ ჰქონდეს აბუს, მისაღები კანდიდატი იქნებოდა
სახელი
14 დეკემბერი 2015 15:36
0
დიდი მადლობა ბატონ ნიჟარაძეს აქამდე მიღწეულით, მაგრამ რაგინდ დიდი არ უნდა იყოს მისი წვლილი, აუცილებელია გავიაზროთ, რომ ცვლილება აუცილებელია! არ შეიძლება კავშირს მთელი საუკუნის განმავლობაში განაგებდეს ერთი ადამიანი! მე ძალიან გული მწყდება, რომ პრეზიდენტობის მხოლოდდამხოლოდ 2 კანდიდატია, თანაც 1 უკვე წლებია პრეზიდენტია.. მემგონი ჩრდილოეთ კორეის არჩევნებში უფრო მეტი კანდიდატურა იქნებოდა ვიდრე აქ გვაქვს :))
გულშემატკივარი
14 დეკემბერი 2015 15:28
0
უაზრო ამბიცია!-სათავე კრიზისის დასაწყისისა ქარტულ რაგბიში..
gulshematkivari
14 დეკემბერი 2015 14:15
0
მე ნიჯარაძეს ვემხრობი,დიდი გამოცდილება პლუს სარაგბო ცრეებში ფართო კავშირები
Unknown
14 დეკემბერი 2015 14:00
0
არაჯანსაღი ამბიციები ყველაზე დამღუპველია ადამიანისთვის! საკუთარი თავის შესაძლებლობების და უნარების ადექვატურად შეფასების შნო რომ გვქონდეს ქართველებს არ იქნებოდა ურიგო! ვერ შევიგნეთ რომ ყველაფერში მაინცდამაინც პირველ-კაცობა არ არის აუცილებელი! აცალე მას ვისაც შენზე მეტი ინტელექტი გააჩნია, მათ შორის გამოცდილებაც....
....!!!
14 დეკემბერი 2015 14:00
0
ძალიან გთხოვთ ნუ დაუპირისპირდებით ერთმანეთს,ორივე კანდიდანტი ღირსეული პიროვნებები ხართ ,გულშემატკიბრებისთვის ორივე კანდიდანტი მასაღები ხართ,მაგრამ ეს უნდა გადაწყვიტოს თვითონ რაგბისტებმა .დაპირისპირებამ შეიძლება გამოიწვიოს რაგბის უკანსვლა,გთხოვთ ამას ნუ დაშვებთ.
*
14 დეკემბერი 2015 13:58
0

სიახლეები პოპულარული