გიორგი ნიჟარაძე: ირაკლი აბუსერიძეზე საუბარი არ მსურს...

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, კანდიდატების წარდგენის ვადა 11 დეკემბერს დასრულდა. რეგისტრაცია საქართველოს რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და "ბორჯღალოსანთა" ყოფილმა კაპიტანმა, საქართველოს რაგბის კავშირის სპორტულმა დირექტორმა ირაკლი აბუსერიძემ გაიარეს.

Sportall.ge გია ნიჟარაძეს დაუკავშირდა და რაგბის კავშირის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ჰკითხა, სადაც არჩევნებში ჩარევის მცდელობაზე იყო საუბარი.

ამის გარდა, ნიჟარაძეს მისი კონკურენტის შეფასებაც ვთხოვეთ.

"არჩევნებში ჩარევის მცდელობის შესახებ არაფერი ვიცი და არც გამიგია. რაგბის კავშირის გამგეობის მიერ
გავრცელებული განცხადებით კი საზოგადოებისთვის შეხსენება გვსურდა, რომ რაგბი ჩვენი თამაშია, რაც სრულად ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას რაგბის მიმართ, განსაზღვრავს მზადყოფნას იმ ფასეულობათა დასაცავად, რასაც ეს თამაში მოიცავს და რაც აბსოლუტურ თანხვედრაშია მარადიულ ფასეულობებთან.

რაც შეეხება არჩევნებში ჩემს კონკურენტ ირაკლი აბუსერიძეს, მასზე საუბარი არ მსურს", - გვითხრა გია ნიჟარაძემ, რომელიც რაგბის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით იყრის კენჭს.

სრკ-ის პრეზიდენტის არჩევნები 20 დეკემბერს გაიმართება და გამარჯვებული მომდევნო 4 წლით ქართული რაგბის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი.
მკითხველის კომენტარები / 17 /
კარგია ჯანსაღი კონკურენცია ჩემო კარგი, მაგრამ დამერწმუნეთ რომ ასე არ არის. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ორი განაცხადი რომელიც ფედერაციაში იქნა მიტანილი. ჯერ ნიჟარაძე წარადგინეს და მერე "რატომღაც თავისი ნებით შეცვალეს" და აბუსერიძეზე მიიტანეს განაცხადი. ეს არფერზე მეტყველებს? თორემ გაუმარჯოს ყველას ვისაც ჯანსაღი ამბიცია აქვს, ორი კანდიდატი კი არა თუნდაც 15 იყოს.
გულშემატკივარს
15 დეკემბერი 2015 13:41
0
აბუს დიდი მადლობა ყველაფრისთვის რაც გაუკეთებია მაგრამ გიამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს დაწყილი საქმე ის ისეთი ჭეშმარიტი ქართველი ვაჟკაცია რომ თუ დაინახავს ენერგია არ ყოფნის ან სათანადოდ ვერ მართავს კავშირს თვითონ წავა... დარეგისტრირდა კანდიდატად? ესეიგი შეუძლია... მადლობა გია თითოეულ ქართველს უყვარხარ....
KOLIA
15 დეკემბერი 2015 10:32
0
დიდი მადლობა ბატონ გიას მიღწევებისთვის! მაგრამ ძალიან არ მომეწონა შემდეგი: 1) აბუს მხრიდან გიას მიმართ არანაირი ნეგატივი არ წამოსულა - საპასუხოდ გიას ისეთი ტონით ამბობს აბუზე ლაპარაკი არ მინდაო, თანაც იმის ფონზე, როცა პრესაში აგორებულია აზრი, რომ აბუ ოცნების კაციაო, რომ მთლად დამაჯერებელიც არ არის ბატონი გიას პოზიცია. მოდი რა თუ რამეა სათქმელი თქვი და თუ არადა ლაპარაკი არ მსურს და ეგეთებს თავი დაანებე; 2) გამგეობისაა თუ რაც ქვია აღმასკომის სხდომაზე რატომღაც არ მივიდა ბატონი გია ("საპატიო მიზეზიო" ან იყო და ან არა "საპატიო მიზეზი") და ირწმუნება რომ ხელი ჩემს მაგივრად ჩემმა რწმუნებულმა მოაწერაო - ძალიან საეჭვოა ის ფაქტი, რომ თავად ყრილობაზე არ გამოცხადდა და მყისიერად აბუს ძირგამომთხრელ პროცესებში ჩაერთო, ოღონდ ისე, რომ პირდაპირ არ ამბობს, უბრალოდ დაძაბულობის ფონზე ამბობს "არ მსურს საუბარიო" ეს ზუსტადაც, რომ ძირგამომთხრელი ქმედებაა და მიუღებელია ქართველი მორაგბისთვის; 3) რა გამოცდილებაზე მელაპარაკებითო - ჩემო კარგო უღრმესი მადლობა, მაგრამ აბუ (სხვათა შორის ილოც და მაჩხოც) ის კაცია, რომელიც "შიდა სამზარეულოს" შიგნიდან უყურებდნენ და "ძირეული პრობლემების" არსებობა და მათი გადაჭრის ხერხებიც ალბათ იციან ზუსტადაც რომ თავიანთი გამოცდილების ხარჯზე. მეორეც თქვენ თუ ბაყბაყდევივით აპირებთ მანდ გაჩერებას მაშინ თქვენს გამოცდილებასთან სხვისი რა მოსატანი იქნება (ისე უკეთესი იქნებოდა თქვენ საერთაშორისო ასარეზზე გადართულიყავით (World Rugby-ს ვგულისხმობ) და აბუს იქიდან ამოდგომოდით გვერდით; 5) ჯანსაღი კონკურენცია და ევროპული ფასეულობები - რა დაგემართათ? მხოლოდდამხოლოდ ერთი ოპონენტი გამოგიჩნდათ და ეს რა პანიკები ატეხეთ? განვმეორდები, თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, რომ აბუს პოლიტიკოსები უმართავენ ხელს თქვენი სამოქალაქო ვალია, რომ გაასაჯაროვოთ. ხოლო თუ არა მაშინ ყოველივე თქვენი მცდელობა აღიქმება, როგორც აბუზე თქვენს მიერ აგორებული შავი პიარი! დაბოლოს, თუ მართლა არის ინფორმაცია პოლიტიკური ზეწოლის, ეს აუცილებლად უნდა გაასაჯაროვოთ! თუ არ არის, მაშინ დაანებეთ ამ შავ თამაშს თავი!
გულშემატკივარი
15 დეკემბერი 2015 10:22
0
ხვდება ალბათ ხალხი რა მოხდა ფეხბურთში
zuba
15 დეკემბერი 2015 07:58
0
ნიჟარაძეს დიდი დამსახურება აქვს და მგონია, ისევ მისი პრეზიდენტობა ჯობია.
კომენტარებში ზოგი წერს, რაგბი ერთადერთი წარმატებული სპორტიაო. ძალიან ცდებიან. გუნდურ სახეობებში ყველაზე წარმატებული კალათბურთია. მათ საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ და გრანდებთან თანაბარ დონეზე თამაშობენ. თუმცა, რატომღაც სახელმწიფო კალათბურთზე თითქმის არ ზრუნავს და მხოლოდ მიღწეული წარმატების შემდეგ ახსენდებათ. დაფინანსება იმდენად მცირეა, კალათბურთის ფედერაციაში ამ დაფინანსებას საკუთარ ფულს უმატებენ ხელმძღვანელები და ისე უშვებენ გუნდებს უცხოურ შეკრებებზე. რაგბი აუცილებლად უნდა დაფინანსდეს, მაგრამ ცოტა სხვასაც მიხედეთ, თორემ ცოტა ხანში აღარაფერი შეგრჩებათ.
თემო
15 დეკემბერი 2015 03:47
0
აი ასეთი ხალხია სახელის გამტეხნი
lali
14 დეკემბერი 2015 22:41
0
დიდი მადლობა აბუს, მაგრამ ნიჟარაძეს გაუმარჯოს იმისთვის რომ ლამის ერთადეღთი სპორტია რაგბი დღეს, სადაც ქართველები ვამაყობთ ქართველობით. და ზოგზოგიერთებმა (ხელისუფლების წარმომადგენლებს ვგულისხმობ, თანაც ახლანდელსაც და გუშინდელსაც) უმჯობესი იქნება თუ დააყენებთ.
დათო
14 დეკემბერი 2015 21:04
0
რა უბედურ ქვეყანაში ვცხოვრობთ,რუსის ჩექმა მოგენატრათ?ქართველები ერთმანეთში ვერ რიგდებით
vaxvax
14 დეკემბერი 2015 17:33
0
არ მინდა დავიჯერო რომ ისევ მთავრობის რომელიმე წევრია ამ საქმით დაინტერესებული.ისე აბანოში გამოჩნდება თეთრი და შავი.
eeee
14 დეკემბერი 2015 17:05
0
დარჩა ხო რამდენიმე წარმატებული ფედერაცია დასანგრევი-რაგბი,ჭადრაკი,ძიუდო.ეგებ მივხედოთ სასწარაფოდ და დავანგრიოთ!როდემდე ასეთი მიდგომა ხალხნო !შეეშვით წარმატებულებს!
sano
14 დეკემბერი 2015 17:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული