გიორგი ნიჟარაძე: ირაკლი აბუსერიძეზე საუბარი არ მსურს...

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, კანდიდატების წარდგენის ვადა 11 დეკემბერს დასრულდა. რეგისტრაცია საქართველოს რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და "ბორჯღალოსანთა" ყოფილმა კაპიტანმა, საქართველოს რაგბის კავშირის სპორტულმა დირექტორმა ირაკლი აბუსერიძემ გაიარეს.

Sportall.ge გია ნიჟარაძეს დაუკავშირდა და რაგბის კავშირის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ჰკითხა, სადაც არჩევნებში ჩარევის მცდელობაზე იყო საუბარი.

ამის გარდა, ნიჟარაძეს მისი კონკურენტის შეფასებაც ვთხოვეთ.

"არჩევნებში ჩარევის მცდელობის შესახებ არაფერი ვიცი და არც გამიგია. რაგბის კავშირის გამგეობის მიერ
გავრცელებული განცხადებით კი საზოგადოებისთვის შეხსენება გვსურდა, რომ რაგბი ჩვენი თამაშია, რაც სრულად ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას რაგბის მიმართ, განსაზღვრავს მზადყოფნას იმ ფასეულობათა დასაცავად, რასაც ეს თამაში მოიცავს და რაც აბსოლუტურ თანხვედრაშია მარადიულ ფასეულობებთან.

რაც შეეხება არჩევნებში ჩემს კონკურენტ ირაკლი აბუსერიძეს, მასზე საუბარი არ მსურს", - გვითხრა გია ნიჟარაძემ, რომელიც რაგბის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით იყრის კენჭს.

სრკ-ის პრეზიდენტის არჩევნები 20 დეკემბერს გაიმართება და გამარჯვებული მომდევნო 4 წლით ქართული რაგბის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი.
მკითხველის კომენტარები / 17 /
აი ასეთი ხალხია სახელის გამტეხნი
lali
22:41 14-12-2015
0
ნიჟარაძეს დიდი დამსახურება აქვს და მგონია, ისევ მისი პრეზიდენტობა ჯობია.
კომენტარებში ზოგი წერს, რაგბი ერთადერთი წარმატებული სპორტიაო. ძალიან ცდებიან. გუნდურ სახეობებში ყველაზე წარმატებული კალათბურთია. მათ საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ და გრანდებთან თანაბარ დონეზე თამაშობენ. თუმცა, რატომღაც სახელმწიფო კალათბურთზე თითქმის არ ზრუნავს და მხოლოდ მიღწეული წარმატების შემდეგ ახსენდებათ. დაფინანსება იმდენად მცირეა, კალათბურთის ფედერაციაში ამ დაფინანსებას საკუთარ ფულს უმატებენ ხელმძღვანელები და ისე უშვებენ გუნდებს უცხოურ შეკრებებზე. რაგბი აუცილებლად უნდა დაფინანსდეს, მაგრამ ცოტა სხვასაც მიხედეთ, თორემ ცოტა ხანში აღარაფერი შეგრჩებათ.
თემო
03:47 15-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული