ირაკლი აბუსერიძე: მე უფრო მეტის გაკეთება შემიძლია

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და "ბორჯღალოსანთა" ყოფილი კაპიტანი, საქართველოს რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი ირაკლი აბუსერიძე იბრძოლებენ.

Sportall.ge ირაკლი აბუსერიძეს დაუკავშირდა და სცადა გაერკვია, რამ უბიძგა მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ. ამის გარდა, ირაკლის მისი კონკურენტის დახასიათებაც ვთხოვეთ.

"მიმაჩნია, რომ იმ პირობებში, რაც დღეს ქართულ რაგბიში არსებობს, ჩემს გუნდთან ერთად უფრო მეტის გაკეთება შემიძლია. სულ სხვა ხედვები გვაქვს და სწორედ ამან მიბიძგა არჩევნებში მონაწილეობისკენ.

ხედვებთან დაკავშირებით, ხუთშაბათს დიდ პრეზენტაციას გავმართავ და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ყველაფერი ის, რის
გაკეთებასაც გამარჯვების შემთხვევაში მომავალი 4 წლის მანძილზე ვაპირებ.

გიორგი ნიჟარაძეს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, ვერ შევაფასებ, მაგრამ როგორც ქართულ რაგბიში მოღვაწე ადამიანს, მას ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, რისთვისაც მე პირადად მისი მადლობელი ვარ", - გვითხრა აბუსერიძემ.

სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ამა წლის 20 დეკემბერს გაიმართება და გამარჯვებული მომდევნო 4 წლით ქართული რაგბის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი.

ასევე იხილეთ:
გიორგი ნიჟარაძე: ირაკლი აბუსერიძეზე საუბარი არ მსურს...
არჩევნებში ჩარევის მცდელობა შეიმჩნევა! - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
მკითხველის კომენტარები / 29 /
არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ვერ გავიგე, ის ჯობია მხოლოდ ერთი კანდიდატი იყოს და არჩევანის საშუალება არ ქონდეს იმ ხალხს, ვინც ირჩევს! სად წერია ეს. აირჩევენ იმ პიროვნებას, ვისაც ჩათვლიან საჭიროდ. სხვა საკითხია, ხომ არავინ ურევს ხელს რაგბშიც. ეს თუ დამტკიცდება, მაშინ ის პიროვნებები უნდა გამოაშკარავდეს და განისაჯოს. წინაამღდეგ შემთხვევაში რაგბშიც პრობლემები დაისადგურებს. ძალიან კარგი იყო, როცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი აირჩიეს, მაგრამ პროცესებმა, რომელიც თან ახლდა იმ არჩევნებს, მაგარი ჩრდილი მიაყენა და ელფერი დაუკარგა მას. ძალიან ცინიკურად და ორაზროვნად იქცეოდა ვიცე-პრემიერი კალა(ვითომ არაფერში ერეოდა და ა.ს) და სხვებიც. ასე, რომ ფრთხილად...
gaga
15 დეკემბერი 2015 09:55
0
ცვლილებების არავის ეშინია რა ძმებო!!! პირიქით, აუცილებელიცაა, მაგრამ გააჩნია ცვლილებებს და მათი განხორციელების დროს... არა მგონია რომ ჯერ ეს დრო დამდგარიყოს... მაგრამ ქართულ რეალობაში პრობლემა სულ სხვა რამეშია, კერძოდ კი იმაში, რომ ნებისმიერი სფეროს პოლიტიკაზე და პარტიულობაზე მიბმას ცდილობს ყველა მთავრობა! ანუ, აუცილებლად პარტიული ნიშნით უნდა იყვნენ დანიშნულები ხელმძღვანელები ნებისმიერ სფეროში: სპორტში, კულტურაში, მეცნიერებაში და ა.შ.... აი ეს არის ჩვენი ავადმყოფობა... როცა შევა ქართველების ტვინში, რომ სამე უნდა აკეთონ პროფესიონალმა და პატიოსანმა ხალხმა და არა აუცილებლად ბიძაშვილ-დეიდშვილებმა ან პარტიული ნიშნით პრივილეგირებულმა სასტავმა, მაშინ შეიძლება გვეშველოს რაღაც....!!! ქართველები, გავლენების და ძალაუფლების სფეროების მოხვეჭაზე ვართ ორიენტირებულები და არა საქმის რეალურად და კეთილსინდისიერად კეთებაზე :(((
levani
15 დეკემბერი 2015 09:44
0
ახალი სისხლია საჭირო, აბუ დადე ლელო.
geo
15 დეკემბერი 2015 02:00
0
1. კიდევ რა უნდა გაეკეთებინა და რა გააკეთა ნიჟარაძემ, რომ მისით სავსებით კმაყოფილები ვყოფილიყავით და მისი შეცვლა არ მოგვსურვებოდა? მგონია, რომ უმრავლესობა მაინც მას დაუჭერს მხარს.
2. მეორეს მხრივ, რა არის ცუდი თავისუფალ და ალტერნატიულ არჩევნებში? თუ დასავლეთის ღირებულებები გვინდა, რატომ უნდა ვიყოთ ამის წინააღმდეგნი?
ნოდარი
15 დეკემბერი 2015 00:04
0
არარის ლამზი რასაც აბუსერიძე აკეთებს აქ თუ სხვა ერევა ვინმე სირცხვლი მთავრობას
dato
14 დეკემბერი 2015 22:30
0
რა არის იმაში ცუდი რომ კონკურენტი ყავდეს ადამიანს საპრეზიდენტო არჩევნებში?ამდენი წელია არის მაგ თანამდებობაზე ნიჟარაძე და იქნებ მოვიდა დრო სხვამაც ცადოს ბედი.იქნებ უფრო მაღალ დონეზე გადასასვლელად რაღაცის შეცვლაა საჭირო.ისე რაგბს ივანიშვილი მაგრად დაეხმარა და იქნებ უფრო მეტის გაკეთებაც უნდა და აბუ იმიტომ სჭირდება პრეზიდენტად.კონკურენცია აუცილებელია ოღონდ ჯანსაღი და ვაცადოთ ჩვენ ნუ დავძაბავთ დარწმუნებული ვარ მოგვარდებიან როგორმე!
Zviad
14 დეკემბერი 2015 20:39
0
ნიჟარაძემ დაამტკიცა რომ კარგი მენეჯერია და აშკარად მეტის გაკეთება შეუძლია.აბუსერიძეს მგონი თვითონაც არ უნდა კანდიდატობა რადგან ხვდება რომ ბატონ გიას უდიდესი უპირატესობა აქვს.რაღაცაშია საქმე
გიორგი
14 დეკემბერი 2015 19:23
0
სრულად გეთანხმები გულშემატკივარი, ღმერთმა დაგვიფაროს ამ საქმეშიც (რაგბში) რომ აგვერიოს ქართველებს საქმე, შენ მერე ნახე ჩვენი დეპრსიები:) გაიხარეთ ყველამ ვისაც ესე შეგტკივათ გული ქართულ რაგბზე!
paata
14 დეკემბერი 2015 18:57
0
paata ნამდვილად, გეთანხმები. არ შეიძლება ყველაფრის პოლიტიზირება და მითუმეტეს ქართული რაგბის პოლიტიკასთან მიბმა. თუ ვინმე "შავად" ცდილობს საქმის კეთებას აუცილებლად არ უნდა გააკეთებინონ. მაგრამ არც ისე შეიძლება რომ ყველა პრეზიდენტმა დეკადების განმავლობაში იპრეზიდენტონ და კანდიდატები სულ 2-ნი იყვნენ. უბრალოდ სიცილისმომგვრელია რა
გულშემატკივარი
14 დეკემბერი 2015 18:46
0
გულშემატკივარი ძმაო, აბუს როგორც საკრებულოს დეპუტატს ნაღდად არ ვიცი თუ რამე აქვს გაკეთებული, ქართულ რაგბში კიდევ რაც გააკეთა ყველამ კარგად ვიცით და დავუფასეთ როგორც შეგვეძლო,სიყვარულით და პატივისცემით გავაცილეთ სპორტიდან!გია ნიჟარაძემ რაც გააკეთა ეგეც კიდევ ყველამ ვნახეთ, ხოდა ვაცადოთ ამ კაცს საქმის ბოლომდე მიყვანა, ცვლილებების შიში არავის აქვს, უბრალოდ როგორი ცვლილებებიც ხდება ჩვენთან კარგად ვიცით და რაგბი აქამდე საბედნიეროდ გამონაკლისი იყო და ეგრეც უნდა დარჩეს! მონობის და ფულის სუნი სხვა მხრიდან იგძნობა ძმაო და ეგ რაგბს არ უნდა მიეკაროს!
paata
14 დეკემბერი 2015 18:29
0

სიახლეები პოპულარული