2016 წლის ივნისში საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, "რაგბი ევროპის" გენერალურ ასამბლეას უმასპინძლებს, რისთვისაც მზადება უკვე დაწყებულია.
ასამბლეის საორგანიზაციო საკითხების გარდა, მორარიუს ვიზიტის დროს მოხდება 2015 წლის მსოფლიო თასზე "რაგბი ევროპის" კავშირების წარმატებული გამოსვლის შეფასება და მომავალ 4-წლიან ციკლში განსახორციელებელი გეგმების განხილვა.