ირაკლი მაჩხანელი: სამწუხაროდ, ძაღლი და კატაც რაგბიზე ლაპარაკობენ

AutoSharing Option
15 დეკემბერს სენსაციური განცხადება გააკეთა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა. ჯერ ირაკლი აბუსერიძემ მოხსნა კანდიდატურა, შემდეგ მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.

Sportall.ge-მ კომენტარის გაკეთება აბუსერიძის გუნდის წევრს, ირაკლი მაჩხანელს სთხოვა.

"აბუსერიძის გუნდის წევრი ვიყავი და ვრჩები კიდეც. ეს გიორგი ნიჟარაძემაც იცის და, ვფიქრობ, ამაში საწყენი არაფერია.

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მთავრობა არჩევნებში არ ერევა და გთხოვთ, თავიდან ამოიგდეთ მსგავსი აზრები.

მესმის, რომ სპორტის ამ სახეობის პოპულარობა ქვეყანაში გაიზარდა, მაგრამ სამწუხაროა, რომ დღეს ძაღლები და კატებიც
რაგბიზე საუბრობენ", - გვითხრა მაჩხანელმა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ამ სტატიებს ვკითხულობ და ნერვები მეშლება.მაჩხანელი არის მაგარი ადამიანი და ეს ჩირქი რატო მოცხეს ვერ ვხვდები.დღეს გააკეთა მაჩხომ მოხსენება და იმედია გააშუქებს ყველა ტელევიზია თუ ვის უწოდა ძაღლი და კატა.სანამ აქ რამეს დაწერთ ზოგზოგიერთების გასაგონად ვიძახი ჯერ გაიგეთ რაშია საქმე.... რატო ის არ გააშუქა რაც დაუსვა კიტხვად.....აგორებული თემაა ეგ.ვენაცვალე აბუსერიძეს უმაგრესი ადამიანი.მიდი აბუ ვისაც რაგბი მართა უყვარს ის შენ გვერძეა
shota
22 დეკემბერი 2015 13:54
1
ხალხო ნუთუ ვერ ხვდებით რომ ნებაყოფლობით ჩაეწერეთ ძაღლების და კატების რიცხვში?!! დაანებეთ ამ კაცს თავი ან კარგად წაიკითხეთ რას წერს! თქვე ბოღმიანებო!! მაგან თქვა ძაღლიც და კატაცო, ც ც ცო. ანუ ნამდვილი გულშემატკივრების გარდა ეგენიცო. და სწორედ ასე მგონია მეც. და ყველა ძაღლმა და კატამ დაახვიოს, და ნუ იღრინება და ნუ იყეფება!!!
SL
16 დეკემბერი 2015 19:49
0
ასეთი ხალხი უკარგავს გულშემატკივარს ქართულ რაგბის. როცა ვიცი, რომ ეს ადამიანი მოედანზე იბრძოდა და ვგულშემატკივრობი და ახლა ასეთი ..... (ქართულად, რომ არ დამეწერა უცენზურო სიტყვა, მაგიტომ ჩავსვი ეს) აღმოჩნდა, გიჩნდება ეჭვი, რომ სხვაც ასეთია და გააზრებულად თუ გაუაზრდებლად სურვილი გეკარგება, რომ ნაკრებს გვერდში დაუდგე. სამწუხაროა
ლეკვი-კნუტი
23 დეკემბერი 2015 13:54
0
მაჩხანელი ! ქართული რაგბის ფრეზიდენტად! Machkhaneli-The Best".qartvel ვაჟკაცებს არ გეკადრებათ,ბუტიაობა,და სკამიზა კინკილაობა,ქართული რაგბი სწორ გზაზეა,და არც ერდათერთნი არიან ამ გზაზე მავალნი,არც ნიჟარაძე და არც აბუსერიძე თუმცა ორივე ქართული რაგბის უღელში არიან შებმულნი და ღირსეულადაც ეწევიან ჭაფანს,სხვა ღირსეულ ქართველებთან ერთად ქართული რაგბის უღელში შებმულნი.თუ მაჩხანელი არა,მაშინ საფრანგეთში,ფრანგულ რაგბის გუნდში მოღვაწე ქართველი მწვრთნელი ავირჩიოთ,აბა მიხვდით? ვინ.ღირსეულად მოვიქცეთ- ძმებო -ქართველნო!ქართული ურთიერ თანადგომით და გატანით,ბოლომდე, ჭირშიც და ლხინშიც,ჰაა!
Sebastian Chabal-France
16 დეკემბერი 2015 20:20
0
მაჩხო, მესმის რომ არ მოგწონს ლამის ყოველი მეორე ადამიანისგან რაგბზე საუბარი მაგრამ დღეს რაგბი ხალხის ერთ-ერთი იშვიათი სიხარულია და მასზე მონოპოლიის უფლება არავის (არც დამსახურებულ მორაგბეებს) არ უნდა ჰქონდეს!
machvzgarba
16 დეკემბერი 2015 17:53
0
რას ნიშნავს "ძაღლი და კატა", ძაღლებისთვის და კატებისთვის თამაშობთ რაგბს?! ასე სპორცმენები, განსაკუთრებით რაგბისტები, არ ლაპარაკობენ. სირცხვილია!!!
გულშემატკივარი
16 დეკემბერი 2015 17:36
0
რას ნიშნავს "ძაღლი და კატა", ძაღლებისთვის და კატებისთვის თამაშობთ რაგბს?! ასე სპორცმენები, განსაკუთრებით რაგბისტები, არ ლაპარაკობენ. სირცხვილია!!!
გულშემატკივარი
16 დეკემბერი 2015 17:34
0
რაგბი არ დაქვეითებულა, დაქვეითდა რამდენიმე კაციანი ჯგუფის ავტორიტეტი და განელდა თუ არ გაცივდა მათ მიმართ სიყვარული

რაგბიდან შორს თქვენი ბინძური ხელები !!!
ძაღლკატა -s
16 დეკემბერი 2015 16:19
1
კომპლექსებიანი უზრდელი ყოფილა
ძალიან სამწუხაროა
იმედგაცრუებული
16 დეკემბერი 2015 16:05
1
აუ ამას კი არ დავაკვირდი უცებ.
არ შეიძლება დაუფიქრებლად რაიმე ფრაზა თქვა. მე კი მივხვდი რაც იგულისხმა ძაღლ-კატაში მარა ისე არ უნდა თქვა რო ყველა რაგბის ჭეშმარიტი ქომაგიც ძაღლი და კატა გამოიყვანო.
giga
16 დეკემბერი 2015 15:58
0

სიახლეები პოპულარული