შეცდომებმა გზას აგვაცდინა - ლევან ცაბაძე სრკ-ის პრეზიდენტობაზე ფიქრობს

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაჩნდა იმის შესახებ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან ცაბაძე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.

დღესდღეობით, ცაბაძე ასპინძის გამგებელია.

Sportall.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად ლევან ცაბაძეს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.

"ვაპირებ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ გამორიცხული არაფერია. თანამდებობიდან გამომდინარე, არ მინდა ჩემზეც იგივე ისაუბრონ, რაც ირაკლი აბუსერიძეზე ითქვა - მთავრობის კანდიდატურა
არისო.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აბუსერიძის მხარდამჭერი ვიყავი, მაგრამ მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, რაზეც გული დამწყდა...

გიორგი ნიჟარაძემ ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ შეცდომებიც არის დაშვებული, რამაც აგვაცდინა გზას და ხვალ რომ რამე მოხდეს, იმ უფსკრულის წინაშე აღმოვჩნდებით, რაც დამღუპველი იქნება ქართული რაგბისთვის.

მართალია, საქართველოს ეროვნული ნაკრები ძალზე განვითარებული და წინ წასულია, მაგრამ დანარჩენი სხვა ძალიან ნელა და გაჭირვებით ვითარდება, ამას კი შეცვლა სჭირდება", - გვითხრა ლევან ცაბაძემ.
მკითხველის კომენტარები / 66 /
ბატ.ლევან,თქვენი ხელისუფლების პირობებში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას რაგბის კავშირიდან იწყებთ?რაგბის კავშირის და გ.ნიჟარაძის წარმატებულ მოღვაწეობას,წყალს ნუ გაატანთ,უმადურომის სინდრომი გჭირთ და იმკურნალეთ.
პაატა
22 დეკემბერი 2015 11:02
0
იმხელა თავი დამარხა გაუჩალიჩეს კაცს ტორე აბუსერიძის პერსონა ნიღაბი იყო პირდაპირ ვერ დააყენებდა ცაბაძე კანდიდატურას იმიტო პოლიტიკაში უფროა შოაგდეს აბუსერიძე აამყრალეს სიტუაცია და მაინც თავისი გაიტანეს ნიჟარაძეს მოხსნილი აქ კანდიდატურა უკვე ხელახლა აგარ წამოაყენებს და ცაბაძე ეხლა გამოძვრა სოროდან გამოხოხდა ცამოეყენებინა თავიდანვე კანდიტატურა თუ სუფთა იყო
xxx
22 დეკემბერი 2015 10:47
0
კამათის კულტურასა და დისკუსიის ელემენტარულ წესებში ქვის ხანაში ვართ. გამოვიდა ლეონსიომ და თქვა რაღაც. არ უნდა ამას ამდენი ლანძღვა გინება. მოვთხოვოთ კორექტულ ფორმებში სად გადაუხვია ნიჟარაძემ და რა არ მოსწონს მისი ნაკეთები. შემდეგ ნიჟარაძემ გასცეს პასუხუ არგუმენტირებულად და ფაქტებით. ხალხმა და ამომრჩეველმა გადაწყვიტოს ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი.
სხვანაირად არ შეიძლება. ლეონსიოსაც, ნიჟარაძესაც და აბუსერიძესაც დიდი ღვაწლი და დამსახურება გააჩნიათ და სამარცხვინოდ ნუ ვკინკლაობთ. იმას რაც აქ ვნახე, თითო-ოროლას გარდა, არაფერი აქვს საერთო კამათთან, დისკუსიასთან, შეფასებასთან და ანალიზთან.
ამ ჩვენი უაზრო, უხამსი და უზრდელური ურთიერთობით ყოველთვის ჩვენი მტერი სარგებლობდა.
ვიყოთ კორექტურები და საქმიანად ვიკამათოთ.
თენგაბი
22 დეკემბერი 2015 10:35
0
როცა დასალაგებელი იყო სისტემა მაშინ სად იყავი ცაბაძე ... ზრუნავდი ეგ აბუსერიძე და მაჩხანელი კიდე ორი თავში ავარდნილი ... ნიჟარაძე შენი ბრალი საერთოდ რომ მოათრიე ესენი
xx
22 დეკემბერი 2015 10:32
0
ლეონსიო კამერების და სიგნალიზაციის ფირმა რომ გქონდა შენი იმას ვერ გაუძეხი და ფედერაციას გაუძღვები შენ? გამგებლობაზე შეყენებული გაქ წყალი უკვე და პრეზიდენტობა მოგინდა ეხლა, კარგი მორაგბე ყველა კარგი პიროვნება არაა აბუსერიდძე შენ მყრალ ხასიათზე ლეგენდები დადის და მაჩხანელო შენ ის კაცი არახარ გუნდიდან იმიტო რომ გამოგიშვეს პირდაპირ რო გითხრეს თავში გაქ ავარდნილი თავი ვარსკვლავი ნუ გონიაო? საფრანგეთიდან გამოგდებული ცჰახვედით მანდ შანსი მოგცეს ისეთი მწვრთნელების გვერდიტ გემუშავათ როგორიც ბრედლი და ჰეიგია ეხლა აბუს გუნდში ნაკრების მცვრთნელობაც ხოარ მოგინდა ეხლა მცვრთნელ გენიოსი გონია თავი არგაქვთ ბიძიკო მაგხელა ბაგაჯი და იყავით თქვენთვის ზუსტად თქვენ არ ქენიტ ყველაფერი გააკეთეთ მაისურაძის ძმა მაინც რო ჩასვით სასტავში ჟვანიამ ტრამვა მიიგო არა? რაუქენით ბიჭს, ცაბაძე ...
xxx
22 დეკემბერი 2015 10:13
0
ლეონსიო, რა შეცდომები აქვს ასეთი დაშვებული ნიჟარაძეს? იქნებ გაასაჯაროო ჯიგარ!! წინაამღდეგ შემთხვევაში გამოდიხარ ნული (0) მინუსით.
beqo
22 დეკემბერი 2015 10:08
0
me-ს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა კავშირშია მისი სარაგბო კარიერა, რაგბის პრეზიდენტობასთან? ცოტა აზრზე მოდით რა!!!
mec
22 დეკემბერი 2015 10:05
0
რა გჭირთ ქართველებო, რამე მაინც დატოვეთ ისე რომ არ გააფუჭოთ, რას გიშვებათ ეს ამბიცია და ფულის სიყვარული ხედავთ? დაეტიე რა იყავი გამგებელი და შეირგე, რომ კარგი მორაგბე იყავი.
დავით
22 დეკემბერი 2015 09:43
0
ჩინოვნიკი გამხდარა ...
status quo
22 დეკემბერი 2015 09:39
0
ra ver gadzexit acadet vinc girsia
dato
22 დეკემბერი 2015 09:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული